ბრძანება N 19960
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19960
11.08. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------------ს“ (ს/ნ------------------)
(მის.: -------------------------------------)
2023 წლის 29 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ივლისის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა შპს „------------ს“ (ს/ნ------------------) 2023 წლის 29 იანვრის №78682/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №022-31 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში ჩათვლილი დღგ-ის გადატანას 2021 წლის დეკემბრის თვეში.
2. გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული არასწორი მონაცემების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ყალბად მიჩნევას და დარიცხულ ჯარიმას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება 2022 წლის სექტემბრის თვეში შპს „----- -------გან“ მიღებული ავანსის დღგ-ით დაბეგვრას.
4. გადამხდელი არ ეთანხმება მარაგების მოძრაობის ანგარიშის მიხედვით გამოვლენილი შეძენილი საქონლის, რომელიც არ ფიქსირდებოდა ნაშთად, რეალიზებულად განხილვას. განმარტავს, რომ რეალიზებული პროდუქცია ხელმეორედ იქნა რეალიზებული, რამაც გამოიწვია არაგონივრული დანაკლისი და შედეგად გავლენა იქონია, როგორც დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადების ნაწილში. მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ინვენტარიზაცია ჩატარდა 2022 წლის 25 ოქტომბერს, კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შემდეგ, გადამხდელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია გამოვლენილი დანაკლისი დაბეგროს კანონმდებლობის შესაბამისად დანაკლისის აღმოჩენის მომენტში. აცხადებს, რომ გადამხდელმა 2022 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში აღიარა და დაბეგრა 84 111 ლარის დანაკლისი დღგ-ის გარეშე და გადაიხადა შესაბამისი გადასახადი. აცხადებს, რომ აღნიშნული გარემოება არ არის გათვალისწინებული აუდიტორის მიერ დანაკლისის სხვადასხვა პერიოდში რეალიზებულად მიჩნევის დროს.
5. გადამხდელი არ ეთანხმება ხე-ტყის მასალების წარმოშობის დამადასტურებელი მონაცემების შესწავლის შედეგად გამოვლენილი ცნობის ნომრების, რომლებიც ადრე უკვე იყო გამოყენებული სხვადასხვა, მ.შ. სხვა პირების რეალიზაციაში ან/და არ დასტურდება გადამხდელის მონაწილეობა, დოკუმენტურ დაუდასტურებელ ხარჯად განხილვას.
6. გადამხდელი არ ეთანხმება ხე-ტყის მასალების რეალიზაციისას, როდესაც ცნობის ნომრების მიხედვით არ ფიქსირდებოდა შეძენის დოკუმენტებში ან/და აჭარბებდა აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მოცულობებს, რეალიზებული საქონლის 75%-ის ჩათვლას დოკუმუნტურ ხარჯად, ხოლო 25%-ის დაბეგვრას, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი.
7. გადამხდელი არ ეთანხმება იმპორტირებული საქონლის ღირებულების, საწამოს მიერ გაცხადებული ხარჯების 75%-ის ხარჯად ჩათვლას, ხოლო 25%-ის მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ იმპორტირებული საქონლის ღირებულება მომწოდებელს შპს „--- -----სს“ სრულად აუნაზღაურა უნაღდო ანგარიშსწორებით. აცხადებს, რომ გამოითხოვა მომწოდებლისგან ცნობა დავალიანების შესახებ და მიღებისთანავე დამატებით წარმოადგენს.
ფაქტების აღწერა:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ოქტომბრის №26526 ბრძანების საფუძველზე შპს „------------ს“ (ს/ნ------------------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33578 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №022-31 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 429 000 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 222 900 ლარი, ჯარიმა 124 470 ლარი და საურავი 81 630 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ წარდგენილი დეკლარაციებით ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები. შემოწმებისას გამოვლინდა შემთხვევა, როცა 2021 წლის დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ჩათვლილი აქვს 2022 წლის იანვრის საანგარიშო თვეში. გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული დადგენილებით შემოწმებას ეცნობა რეალიზაციის ამსახველ კონკრეტულ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ყალბი არარსებული სახერხის ცნობის ნომრების შესახებ, რომელთა საფუძველზე საწარმოს გამოწერილი აქვს შესაბამისი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
3. საწარმოს მიერ წარმდგენილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხებისა და საწარმოს მიერ განხორციელებული მიწოდებების ურთიერთშეჯერების შედეგად გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც 2022 წლის სექტემბრის თვეში შპს „---- -------გან“ მიღებულია ავანსი 3 600 ლარი, რომელიც არ იყო დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. შემოწმებით მიღებული ავანსი დაიბეგრა, საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4. შემოსავლების სამსახური გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ შეძენისა და რეალიზაციის ამსახველ დოკუმენტებზე დაყრდნობით, საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო ჩანაწერებისა და საწარმოში 2022 წლის 25 ოქტომბრის №26932 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით გამოვლენილ საქონლის ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით, შედგა საწარმოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობის ამსახველი ანგარიში. ანგარიშით გამოვლინდა, რომ შეძენილი საქონელი, რომელიც ნაშთად არ უფიქსირდება, რეალიზებულია სხვადასხვა პერიოდში, თუმცა არ არის ასახული შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში. შემოწმებით განხორციელდა შეძენილი და რეალიზებული საქონელის კლასიფიცირება, საერთო განზომილებისა და ურთიერთშესადარის პარამეტრებში მოქცევით, დადგინდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის მოცულობა, რომელიც გადანაწილდა შემოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. სარეალიზაციო ფასებად გამოყენებულ იქნა შესაბამის (ან უახლოეს) თვეში დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასები. შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს წარმოდგენილი აქვს ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე დაყრდნობით, გადახდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, რა დროსაც დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანების გათვალისწინებით, გამოვლინდა დადებითი სხვაობები სალაროს გონივრულ ნაშთსა და ანგარიშით მიღებულ თანხებს შორის. შემოწმებით აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორის სასარგებლოდ გაცემულ თანხებად. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
5. საწარმო ხის მასალების ადგილობრივ ბაზარზე შეძენას ახორციელებს ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და გარემოს ეროვნული სააგენტოს ბაზებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესწავლილ იქნა შეძენის დამადასტურებელ სასაქონლო ზედნადებებში ასახული ხე-ტყის მასალების წარმოშობის დამადასტურებელი მონაცემები, რა დროსაც გამოვლინდა ისეთი ცნობის ნომრები, რომლებიც ადრე უკვე იყო გამოყენებული სხვადასხვა, მ.შ. სხვა პირების რეალიზაციაში ან/და არ დასტურდება ამ გადამხდელის მონაწილეობა აღნიშნული ხის მასალის მიწოდებების ჯაჭვში. შემოწმებით აღნიშნული შეძენები განხილულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლით დაბეგვრის ობიექტად, როგორც ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის. ვინაიდან ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო, შემოწმებამ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით მინიჭებული უფლება და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით, საწარმოს მიერ გაცხადებული ხარჯების 75% ჩათვალა გადამხდელის გაწეულ ხარჯად, ხოლო 25% ხარჯის ფაქტობრივად გაწევის პერიოდებში დაბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
6. საწარმოს მიერ შეძენილი და რეალიზებული საქონლის წარმოშობის დოკუმენტების საფუძველზე შედგენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობის ანგარიშით გამოვლინდა ხე-ტყის მასალების რეალიზაცია, რომელიც ცნობის ნომრების მიხედვით არ ფიქსირდებოდა შეძენის დოკუმენტებში ან და აჭარბებდა აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მოცულობებს. ასეთი მიწოდებების მიხედვით შემოწმებამ გამოიყენა ხარჯების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი და რეალიზებული საქონლის 75% ჩაითვალა დოკუმუნტურ ხარჯად, ხოლო 25% საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლით დაიბეგრა, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. შედეგად საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
7. საწარმოს მიერ 2019 წლის ოქტომბრის თვეში განხორცილებულია რუსული წარმოშობის ხე-ტყის მასალის (ევროვაგონკა) იმპორტი, რომლის შესაბამისი თანხა საწარმოს დირექტორის განმარტებით ანაზღაურებულია ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმებისათვის არსებული დოკუმენტაციისა და ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით შემოწმებამ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-5 ნაწილით მინიჭებული უფლება და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით (დანართი №8) საწარმოს მიერ გაცხადებული ხარჯების 75% ჩაითვალა გადამხდელის გაწეულ ხარჯად, ხოლო 25% ხარჯის ფაქტობრივად გაწევის პერიოდებში დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად. შედეგად საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
ამავე კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე პირველი ნაწილის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ჩათვლილი აქვს 2022 წლის იანვრის საანგარიშო თვეში. ასევე, 2022 წლის სექტემბრის თვეში შპს „---- --------გან“ მიღებული აქვს ავანსი 3 600 ლარი, რომელიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. აგრეთვე, საგამოძიებო ორგანოდან მიღებული დადგენილების შესაბამისად, გადამხდელს რეალიზაციის ამსახველ კონკრეტულ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ყალბი არარსებული სახერხის ცნობის ნომრების მიხედვით, გამოწერილი აქვს შესაბამისი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობის ამსახველი ანგარიშის მიხედვით გამოვლინდა შეძენილი საქონელი, რომელიც გადასახადის გადამხდელს ნაშთად არ უფიქსირდება, რეალიზებულია სხვადასხვა პერიოდში და არ არის ასახული შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო ფასებად შესაბამის (ან უახლოეს) თვეში დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასების გავრცელება, რეალიზებულად განხილვა და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-5, მე-6 და მე-7 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წლის ოქტომბრის თვეში განხორცილებულია რუსული წარმოშობის ხე-ტყის მასალის (ევროვაგონკა) იმპორტი. ასევე შემოწმებით გამოვლინდა ცნობის ნომრები, რომლებიც ადრე უკვე იყო გამოყენებული სხვადასხვა, მ.შ. სხვა პირების რეალიზაციაში ან/და არ დასტურდება გადამხდელის მონაწილეობა აღნიშნული ხის მასალის მიწოდებების ჯაჭვში. ამასთან, გამოვლინდა ხე-ტყის მასალების რეალიზაცია, რომელიც ცნობის ნომრების მიხედვით არ ფიქსირდებოდა შეძენის დოკუმენტებში ან/და აჭარბებდა აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მოცულობებს.
შემოწმებისათვის არსებული დოკუმენტაციისა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოს მიერ გაცხადებული ხარჯების 75%-ის განხილვა გადამხდელის მიერ გაწეულ ხარჯად, ხოლო 25%-ის ხარჯის ფაქტობრივად გაწევის პერიოდებში მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------------ს“ (ს/ნ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ.ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება;
1. 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში ჩათვლილი დღგ-ის გადატანას 2021 წლის დეკემბრის თვეში.
2. სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული არასწორი მონაცემების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ყალბად მიჩნევას და დარიცხულ ჯარიმას.
3. 2022 წლის სექტემბრის თვეში მიღებული ავანსის დღგ-ით დაბეგვრას.
4. მარაგების მოძრაობის ანგარიშის მიხედვით გამოვლენილი შეძენილი საქონლის, რომელიც არ ფიქსირდებოდა ნაშთად, რეალიზებულად განხილვას.
5. ხე-ტყის მასალების წარმოშობის დამადასტურებელი მონაცემების შესწავლის შედეგად გამოვლენილი ცნობის ნომრების, რომლებიც ადრე უკვე იყო გამოყენებული სხვადასხვა, მ.შ. სხვა პირების რეალიზაციაში ან/და არ დასტურდება გადამხდელის მონაწილეობა, დოკუმენტურ დაუდასტურებელ ხარჯად განხილვას.
6. ხე-ტყის მასალების რეალიზაციისას, როდესაც ცნობის ნომრების მიხედვით არ ფიქსირდებოდა შეძენის დოკუმენტებში ან/და აჭარბებდა აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მოცულობებს, რეალიზებული საქონლის 75%-ის ჩათვლას დოკუმუნტურ ხარჯად, ხოლო 25%-ის დაბეგვრას, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი.
7. იმპორტირებული საქონლის ღირებულების, საწამოს მიერ გაცხადებული ხარჯების 75%-ის ხარჯად ჩათვლას, ხოლო 25%-ის მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ჩათვლილი აქვს 2022 წლის იანვრის საანგარიშო თვეში.გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ასევე, 2022 წლის სექტემბრის თვეში მიღებული აქვს ავანსი,რომელიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში.შემოწმებით მიღებული ავანსი დაიბეგრა, საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
აგრეთვე, საგამოძიებო ორგანოდან მიღებული დადგენილების შესაბამისად, გადამხდელს რეალიზაციის ამსახველ კონკრეტულ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ყალბი არარსებული სახერხის ცნობის ნომრების მიხედვით, გამოწერილი აქვს შესაბამისი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით,სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობის ამსახველი ანგარიშის მიხედვით გამოვლინდა შეძენილი საქონელი, რომელიც გადასახადის გადამხდელს ნაშთად არ უფიქსირდება, რეალიზებულია სხვადასხვა პერიოდში და არ არის ასახული შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში.საქონლის სარეალიზაციო ფასებად გამოყენებულ იქნა შესაბამის (ან უახლოეს) თვეში დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასები. შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ანგარიშის,მიხედვით დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანების გათვალისწინებით, გამოვლინდა დადებითი სხვაობები სალაროს გონივრულ ნაშთსა და ანგარიშით მიღებულ თანხებს შორის. შემოწმებით აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორის სასარგებლოდ გაცემულ თანხებად. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
მე-5, მე-6 და მე-7 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წლის ოქტომბრის თვეში განხორცილებულია რუსული წარმოშობის ხე-ტყის მასალის (ევროვაგონკა) იმპორტი.
ასევე შემოწმებით გამოვლინდა ცნობის ნომრები, რომლებიც ადრე უკვე იყო გამოყენებული სხვადასხვა, მ.შ. სხვა პირების რეალიზაციაში ან/და არ დასტურდება გადამხდელის მონაწილეობა აღნიშნული ხის მასალის მიწოდებების ჯაჭვში. ამასთან, გამოვლინდა ხე-ტყის მასალების რეალიზაცია, რომელიც ცნობის ნომრების მიხედვით არ ფიქსირდებოდა შეძენის დოკუმენტებში ან/და აჭარბებდა აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მოცულობებს.
შემოწმებისათვის არსებული დოკუმენტაციისა და ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით შემოწმებამ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-5 ნაწილით მინიჭებული უფლება და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით (დანართი №8) საწარმოს მიერ გაცხადებული ხარჯების 75% ჩაითვალა გადამხდელის გაწეულ ხარჯად, ხოლო 25% ხარჯის ფაქტობრივად გაწევის პერიოდებში დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად. შედეგად საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2(2); 4(1,3,5); 43(4); 49(1 „ე“); 61(3); 73(4,5„ა“,9,,ბ“); 96( „ა“); 97(1 „ბ“); 982(1„ა“, 3 „ზ“); 101(1); 136(3); 154(1,,ა“); 159(1 „ა“ ); 163(1,2); 164(1); 174(1,2,3); 175(1 „ა“„ბ“,2); 176(1 „ა“); 178( „დ“); 270(1,2); 272; 275(1); 282(3); 302(6);
(2021 წლამდე მოქმედი) 160(,,ა“); 161(1„ა“)
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილი;