2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე და 2403 99 900 01 და 2403 99 900 02 კოდებში მითითებულ საქონელზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე

ბრძანება 20.11.2017
№ დოკუმენტი 410
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 410

20/11/2017

2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის

გამოანგარიშების მიზნისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე და

2403 99 900 01 და 2403 99 900 02 კოდებში მითითებულ საქონელზე

საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის 11 და 12 ნაწილებისა და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 771 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის, საგარეო-ეკონომიური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებულ ფილტრიან სიგარეტებზე, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე, უფილტრო სიგარეტებზე თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე, 2403 99 900 01 კოდში ასახულ კაფსულებზე და მსგავსი სახის პროდუქტებზე, თამბაქოს შემცველობით, 20 ცალზე და 2403 99 900 02 კოდში მითითებულ თამბაქოს ნაწარმზე, წვის

პროცესის გარეშე, ორთქლის მისაღებად გამოსაყენებელი, 20 ღერზე, დადგინდეს საცალო

სარეალიზაციო ფასი თანდართული დანართის შესაბამისად.

 

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია, დაინტერესებული მხარის მიერ მისთვის ბრძანების ოფიციალურად გაცნობიდან, ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში (მისამართი: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N7).

 

მამუკა ბახტაძე

მინისტრი