ძირითადი საშუალების გამოქვითვა (დაქირავებული პირის ბინაში განთავსებული ძირითადი საშუალებები) N 0219
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ძირითადი საშუალებების იჯარა N 0219
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმომ შეიძინა საყოფაცხოვრებო ტექნიკა (მაცივარი, ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი, სატელიტური ანტენა), რომლის ღირებულება გამოქვითა ხარჯებში, გადახდილი დღგ-ის თანხა ჩაითვალა და დაბეგრა ქონების გადასახადით (ტექნიკა ირიცხება საწარმოს ბალანსზე)
· დადგენილია, რომ აღნიშნული ტექნიკა განთავსებულია დაქირავებული პირის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, ხოლო განთავსებაზე არ არსებობს სათანადო დოკუმენტი
შეფასება
· ოპერაცია თავისი შინაარსით ჩაითვლება უსასყიდლო მომსახურების გაწევად და სარგებლობის უფლების გადაცემის დღიდან განიხილება იჯარად
· დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საბაზრო ფასით სსკ-ის 161-ე (ძვ. 227-ე) მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად და ასევე ჩაირთვება ერთობლივ შემოსავალში სსკ-ის 102-ე (ძვ. 175-ე) მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად
· საწარმოს დაქირავებულ ფიზიკურ პირთან მიმართებაში ეკისრება საგადასახადო აგენტის ვალდებულება, რომ სარგებლის საბაზრო ფასზე დაუკავოს საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისად აღნიშნული თანხა გამოქვითოს ხელფასის სახით განაცემებში
ღონისძიებები
· დაზუსტდება საწარმოს ერთობლივი შემოსავალი/გამოქვითვები და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა
· საწარმოს დაერიცხება დაუკავებელი საშემოსავლო გადასახადი
· შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, საწარმოს დაეკისრება ჯარიმა სსკ-ის 275-ე (ძვ.132-ე) მუხლის თანახმად
თუ ვერ დგინდება ტექნიკაზე სარგებლობის უფლების გადაცემის მომენტი, მაშინ იჯარად განიხილება საწარმოს მიერ მისი შეძენის დღიდან.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით