საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დაბეგვრა N 0903
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დაბეგვრა N 0903
ფაქტობრივი გარემოებები
•სალაროდან საწარმომ საქვეანგარიშოდ გასცა ფულადი თანხები დაქირავებულ პირზე გარკვეული დავალების შესასრულებლად
•I ვარიანტი: დაქირავებულმა პირმა გონივრულ ვადაში არ შეასრულა დავალება და არც თანხა დააბრუნა
•II ვარიანტი: დაქირავებულმა პირმა დავალება არ შეასრულა და წლის ბოლოს საწარმომ მოთხოვნებიდან ჩამოწერა საქვეანგარიშოდ გახარჯული თანხები
შეფასება
•I ვარიანტი:
ა) საწარმოს დაქირავებულ პირზე თანხის გადაცემა უნდა დაეკვალიფიცირებინა უსასყიდლო მომსახურებად და საბაზრო-საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული თანხით უნდა გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი
ბ) საწარმოს მიერ დაქირავებულ პირისათვის სარგებლად უნდა ჩაეთვალა საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული თანხა და დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამის პერიოდში
გ) სარგებლის თანხით გაეზარდა გამოქვითვები შესაბამისი პერიოდების გათვალისწინებით
•II ვარიანტში
ა) საწარმოს დაქირავებულ პირზე თანხის გაცემიდან - მოთხოვნის ჩამოწერის მომენტამდე უნდა დაეკვალიფიცირებინა უსასყიდლო მოსახურებად და საბაზრო-საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული თანხით უნდა გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი
ბ) საწარმოს დაქირავებულ პირისთვის მოთხოვნის ჩამოწერის მომენტამდე სახელფასო სარგებლად უნდა ჩაეთვალა საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული თანხა და დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამის პერიოდში
გ) საწარმოს დაქირავებულისათვის ჩამოწერილი მოთხოვნების თანხა ჩამოწერის მომენტში უნდა ჩაერთო ხელფასის სახით გაცემულ თანხებში- სარგებლად - გაუქმებული მოთხოვნის თანხა
დ) სარგებლის თანხით (ჩამოწერილ მოთხოვნა+სარგებლად ჩათვლილი თანხის საბაზრო პროცენტი) გაეზარდა გამოქვითვები შესაბამისი პერიოდების გათვალისწინებით
ღონისძიებები
•ორივე ვარიანტში საწარმოს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი
•ორივე ვარიანტში დაკორექტირდება საწარმოს მოგება (ზარალი)
•ორივე ვარიანტში დეკლარაციაში გადასახადების შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ 132-ე მუხლის საფუძველზე
•ორივე ვარიანტში პირი დაჯარიმდება გადახდის წყაროსთან გადასახადის თანხის დაუკავებლობისათვის (სსკ 134-ე მუხლი)