N 2-854 - 14/11/2023 - „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 14.11.2023
№ დოკუმენტი 2-854
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-854

2023 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2021, სარეგისტრაციო კოდი 340030000.22.023.016664) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის „ჰ37“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ37) „საერთაშორისო სერტიფიკატი უკრაინის საბაჟო ტერიტორიაზე ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი თევზჭერის პროდუქტების(1) ექსპორტისთვის (გაგზავნისთვის) (დანართი №70);“.

2. დანართი №70 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და

სოფლის მეურნეობის მინისტრი

ოთარ შამუგია

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე