ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
📄 სრული ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2013 წლის 15 აგვისტო
დაბა სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 24.04.2020წ.
მუხლი 1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებული იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და მათი განაკვეთები სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
1. თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 25000 ლარი;
2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარი;
3. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 280 000 ლარი;
ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 280 000 ლარი;
გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 280 000 ლარი.
4. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
5. ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%.
6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3000 ლარი;
7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5000 ლარი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 29.03.2017წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 ივნისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 24.06.2024წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 02.08.2024წ.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №57 დადგენილება (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 30/12/2011 სარეგისტრაციოკოდი: 210020010.35.151.016076).
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზაზა ალიბეგაშვილი
საკრებულოს თავმჯდომარე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე