N195 - 12/04/2022 - „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 12.04.2022
№ დოკუმენტი 195
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №195

2022 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/04/2021, 340030000.10.003.022702) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის“:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მამრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული მამრი მსხვილფეხა საქონლის ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკვე არსებობს 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მამრ მსხვილფეხა საქონელზე გაცემული ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

2. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აკრძალულია 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე