ურთიერთდამოკიდებული პირები (სესხის პროცენტი საბაზროზე არც დაბალი უნდა იყოს და არც მაღალი) N 2113
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ურთიერთდამოკიდებული პირები N 2113
ფაქტობრივი გარემოებები
•ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება
•ვარიანტი1: სესხი გაცემულია საბაზროზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით
•ვარიანტი 2: სესხი გაცემულია საბაზროზე მაღალი საპროცენტო გაკავეთით
•დადგენილია, რომ აღნიშნულმა გარიგებამ გავლენა იქონია გადამხდელთა ჯამურ საგადასახადო ვალდებულებებზე
შეფასება
•საგადასახადო ორგანოს ხელმღვანელს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება საბაზრო განაკვეთის გამოყენების შესახებ
ღონისძიებები
•საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი გამოსცემს ბრძანებას საბაზრო განაკვეთის გამოყენების თაობაზე
•პირველ ვარიანტში, საბაზრო განაკვეთის გათვალისწინებით, გამსესხებელთან გაიზრდება ერთობლივი შემოსავალი, დასაბეგრი მოგება და დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი, ასევე დაერიცხება მოგების გადასახადი და სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა
•პირველ ვარიანტში, სესხის მიმღებთან საბაზრო განაკვეთის გათვალისწინებით, გაიზრდება გამოქვითვები და ერთობლივი შემოსავალი (სარგებლის სახით)
•მეორე ვარიანტში, საბაზრო განაკვეთის გათვალისწინებით, სესხის მიმღებთან შემცირდება გამოქვითვები, გაიზრდება დასაბეგრი მოგება და კუთვნილი მოგების გადასახადი, ასევე დაერიცხება მოგების გადასახადი და სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით