N 130 - 27/02/2020 - „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №130
2020 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
„მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2015, 010110020.10.003.019058) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის:
1. 4.14 გრაფის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4.15 და 4.16 გრაფები:
#assignedTableId-1703053219089 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }4.15
სპეთი
სოფელი
4.16
ჭალოვანი
სოფელი
2. 10.6 გრაფის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 10.7 გრაფა:
#assignedTableId-1703053233796 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }10.7
მელაანი
სოფელი
3. 13.243 გრაფის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13.244 გრაფა:
#assignedTableId-1703053250227 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }13.244
ახალციხე
სოფელი
4. 28.31 გრაფის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 28.32 და 28.33 გრაფები:
#assignedTableId-1703053262013 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }28.32
დვანი
სოფელი
28.33
კნოლევი
სოფელი
მუხლი 2
1. პირები, რომლებსაც ამ დადგენილებაში მითითებულ სოფლებში 2020 წლის 31 მარტის შემდეგ მიენიჭებათ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული სოციალური შეღავათებით ისარგებლებენ სტატუსის მინიჭების დღიდან.
2. პირები, რომლებსაც ამ დადგენილებაში მითითებულ სოფლებში 2020 წლის 1 აპრილამდე მიენიჭებათ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული სოციალური შეღავათებით ისარგებლებენ 2020 წლის 1 აპრილიდან.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრი
გიორგი გახარია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე