N 258 - 19/10/2020 - „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 19.10.2020
№ დოკუმენტი 258
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №258/№147

2020 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

მუხლი 1

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივი ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010040000.22.033.017231) დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტის (საბაჟო გამშვები პუნქტი – „სარფი“, „ყაზბეგი“, „წითელი ხიდი“, „ლაგოდეხი“, „სადახლო – საავტომობილო“, „გუგუთი“) მიმართულებით გადაადგილებული №2 ან №3 კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) პუნქტში გამოცხადებამდე უნდა განთავსდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე