საწესდებო კაპიტალში ქონებრივი შენატანის გამოტანა (ლიკვიდაცია) N 1603

1603 საწესდებო კაპიტალში ქონებრივი შენატანის გამოტანა (ლიკვიდაცია) 13.08.2010
№ დოკუმენტი 1603
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საწესდებო კაპიტალში ქონებრივი შენატანის გამოტანა (ლიკვიდაცია) N 1603

ფაქტობრივი გარემოებები

•განხორციელდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული საწარმოს ლიკვიდაცია, რომლის 100% წილის მფლობელი იყო რეზიდენტი იურიდიული პირი

•კაპიტალში შენატანი - უძრავი ქონება - შეფასებულია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ 40 000 ლარად

•პირველი ვარიანტი: ლიკვიდაციისას, დამფუძნებელმა შენატანის სანაცვლოდ მიიღო 100 000 ლარის სასაქონლო მატ. ფასეულობა ისე, რომ საწარმოს დაბეგვრა არ მოუხდენია

•მეორე ვარიანტი: საწარმოს ლიკვიდაციისას, დამფუძნებელმა მიიღო იგივე აქტივი, რომლის საბაზრო ღირებულება გატანისას შეადგენდა 60 000 ლარს. საწარმოს მიერ დაბეგვრა არ მომხდარა

შეფასება

•მხოლოდ პირველ ვარიანტში: დამფუძნებელს ქონების განაწილებით მიღებული ნამეტი - 60 000 ლარი (100000-40000) ჩაეთვლება დივიდენდად, ამასთან იგი წყაროსთან დაკავებას არ დაექვემდებარება და დამფუძნებლის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება

•მხოლოდ პირველ ვარიანტში: ლიკვიდირებულ საწარმოს გამოქვითვები უნდა შეემცირებინა გადაცემული სასაქონლო მატ. ფასეულობების ღირებულებით

•ორივე ვარიანტში: საწარმოსათვის ლიკვიდაციისას გადაცემული ქონება მოგების გადასახადის მიზნებისათვის არ ითვლება მიწოდებად

•ორივე ვარიანტში: დამფუძნებელმა იურიდიულმა პირმა ლიკვიდაციისას მიღებული აქტივი უნდა აღიაროს გადაცემამდე ლიკვიდირებული საწარმოს არსებული ღირებულებით

•ორივე ვარიანტში: საწარმოსათვის ლიკვიდაციისას გადაცემული ქონება დღგ-ის მიზნებისათვის ითვლება საბაზრო ღირებულებით მიწოდებად

ღონისძიებები

•ორივე ვარიანტში: უნდა დაზუსტდეს საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა

•მხოლოდ პირველ ვარიანტში: ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საწარმოს უნდა შეუმცირდეს გამოსაქვითი ხარჯი ლიკვიდაციის გამო წარდგენილ დეკლარაციაში

•საწარმო დაჯარიმდება შესაბამის დეკლარაცია(ებ)ში გადასახადის შემცირების შემთხვევაში (სსკ 132-ე მუხლით)