აქტივების თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით მიწოდება N 0706

0706 აქტივების თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით მიწოდება - (ძალადაკარგული) 27.08.2010
№ დოკუმენტი 0706
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

აქტივების თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით მიწოდება N 0706

ფაქტობრივი გარემოებები

•დღგ–ის გადამხდელ საწარმოს საქონელი რეალიზებული აქვს თვითღირებულებაზე დაბალ ფასში; ამასთან, დადგენილია, რომ აღნიშნული საქონლის ნაწილი იმავე პერიოდში რეალიზებულია თ/ღ–ზე მაღალ ფასში

•საწარმოსა და მყიდველ კომპანიებს შორის არ დგინდება ურთიერთდამოკიდებულება სსკ–ის 23–ე მუხლის მიხედვით

შეფასება

•თ/ღ-ზე დაბალ ფასად რეალიზებული საქონლი სსკ-ის 210–ე მუხლის მიხედვით, უნდა შეფასდეს საბაზრო ფასით მიწოდებულად, ხოლო საბაზრო ფასი განისაზღვრება სსკ-ის 22-ე მუხლის შესაბამისად (იმავე პერიოდში საწარმოს მიერ თ/ღ–ზე მაღალი ფასი)

•შემცირებულია საწარმოს ერთობლივი შემოსავალი

•დღგ–ში დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ წარმოიშობა

ღონისძიებები

•უნდა დაკორექტირდეს საწარმოს დასაბეგრი მოგება (ზარალი)

•საწარმო, დეკლარაციაში თანხის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება (სსკ-ის 132-ე მუხლი)