შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტსა და თურქმენისტანის სახელმწიფო საბაჟოს შორის საბაჟო საქმის საკითხებზე თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ
📄 სრული ტექსტი
ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება PDF დოკუმენტს.
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტსა და თურქმენისტანის
სახელმწიფო საბაჟოს შორის საბაჟო საქმის საკითხებზე
თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტი და თურქმენისტანის სახელმწიფო საბაჟო, შემდგომში ,,შეთანხმების მონაწილე მხარეები" გამოხატავენ რა, საერთო მისწრაფებას ითანამშრომლონ საბაჟო საქმის სფეროში,შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
შეთანხმების მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ საბაჟო საქმის განვითარებას ორ სახელმწიფოს შორის და განსაზღვრავენ მიმართულებებს საბაჟო თანამშრომლობის სფეროში, რომლებიც განვითარდება ორივე სახელმწიფოს კანონმდებლობის ფარგლებში, მუდმივი და ხანგრძლივი ვადით.
მუხლი 2
ამ შეთანხმების შესაბამისად, შეთანხმების მონაწილე მხარეებს შორის თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს:
საგარეო ვაჭრობის ტვირთების ტრანზიტისა და მგზავრთა გადაადგილების საკითხზე;
საბაჟო დოკუმენტებისა და საბაჟო უზრუნველყოფის ურთიერთცნობის საკითხებზე;
ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საერთაშორისო უკანონო მიმოქცევის აღკვეთის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება ,,გაკონტროლებადი მიწოდების" მეთოდით, აგრეთვე თარიღის, ხალხთა კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის კონტრაბანდის აღკვეთის მიზნით;
სხვა და სხვა საკითხებზე და თანამშრომლობის სხვა ფორმებზე, რომელთა შესახებ მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ.
მუხლი 3
შეთანხმების მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ ინფორმაციის მუდმივი გაცვლის შესაძლებლობის ორგანიზაციის შესახებ, რომელიც შეეხება ორივე სახელმწიფოს საბაჟო პოლიტიკის საკითხებს, კერძოდ კანონმდებლობისა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის, საბაჟო პოლიტიკის საკითხებს, კერძოდ კანონმდებლობისა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის, საბაჟო სატარიფო რეგულირების სფეროში და სხვა საკითხებზე.
მუხლი 4
ამ შეთანხმების შესრულების დროს აუცილებელ შემთხვევაში შეთანხმებაში შეიძლება შეტანილი იქნას დამატებები და ცვლილებები მონაწილე მხარეების ურთიერთშეთანხმებით.
მუხლი 5
ეს შეთანხმება არ ეხება იმ უფლებებისა და მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობს მხარეების ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებებიდან.
მუხლი 6
ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. თუ ერთ-ერთი შეთანხმების მონაწილე მხარე წერილობით, არ შეატყობინებს შეთანმებაში მონაწილე მეორე მხარეს თავის სურვილს შეთანხმების შეწყვეტის შესახებ ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე, მაშინ შეთსანხმება ავტომატურად ჩაითვლება გაგრძელებულადს იმავე ვადით.
შესრულებულია ქ. აშგაბატში, 1993 წლის 17 აგვისტოს, სამ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქმენულ და რუსულ ენებზე, ამასთან სამივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს რესპუბლიკის
საბაჟო კომიტეტის სახელით
თურქმენეთის
სახელმწიფო საბაჟოს სახელით