ბრძანება N 24225

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.11.2025
№ დოკუმენტი 24225
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24225

04 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2025 წლის 10 და 16 სექტემბრის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ----) 2025 წლის 10 სექტემბრის CA00412513037127 და 16 სექტემბრის CA00412513349537 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 აგვისტოს №005-144 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ კომპანიას არ გააჩნია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი ფლობა ან სარგებლობა. აცხადებს, რომ შემოწმების პროცესში წერილობითი განმარტება არ ყოფილა მოთხოვნილი, ხოლო საწარმოს წარმომადგენელმა სატელეფონო კომუნიკაციით განაცხადა, რომ კომპანია რეალურად არ ფლობს 1 978 ჰა მიწის ნაკვეთებს. განმარტავს, რომ 2007 წლიდან დღემდე არ არსებობს დაზუსტებული ამონაწერი, სადაც დაზუსტდებოდა 1 978 ჰა მიწის ნაკვეთების ფართობი, მათი გეოგრაფიული კოორდინატები და ადგილმდებარეობა. ამდენად, საწარმოს ფაქტობრივად არ აქვს შესაძლებლობა არც ფლობის და არც სარგებლობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. მიუთითებს რომაულ, გერმანულ და ქართულ სამართალზე და აცხადებს, რომ საგადასახადო დარიცხვისთვის აუცილებელია ობიექტის ფლობაში და სარგებლობაში რეალური არსებობა და იდენტიფიცირებადობა. ასევე, რომაულ სამართალზე ხაზგასმით აცხადებს, რომ საკუთრება და ფლობა არის განსხვავებული ცნებები და თუ ორივე არ არსებობს, საგადასახადო ვალდებულებაც ვერ წარმოიშობა. ამასთან, მომჩივანს საჩივრებში არგუმენტაციის გასამყარებლად მოყვანილი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც. ამასთან, მომჩივანი აცხადებს, რომ სანქცია შეიძლება დაეკისროს მხოლოდ რეალური ვალდებულებების დარღვევისას. მოცემულ შემთხვევაში კი არ არსებობს გადასახადის ობიექტი, რაც გამორიცხავს საგადასახადო ვალდებულების წარმოშობას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის №12638 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდების მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 5 აგვისტოს №17617 ბრძანება და ამავე თარიღის №005–144 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 79 886 ლარი, მათ შორის გადასახადი 37 479 ლარი, ჯარიმა 37 479 ლარი და საურავი 4 928 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ საწარმოს ---ში, კერძოდ, ---სა და ---ში (სხვადასხვა სოფლებში) საკუთრებაში გააჩნდა 2 მიწის ნაკვეთი (61 ჰა) და ამასთან, სახელმწიფოსგან იჯარის წესით 2006 წელს აღებული ჰქონდა 15 საკადასტრო კოდზე არსებული მიწის ნაკვეთები (49 წლით), ჯამურად 1 978.8 ჰა ფართობის. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა 2024 წლის ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. ვინაიდან საწარმოს არ ჰქონდა ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი დეკლარირებული როგორც სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ, ისე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 203-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასოფლოსამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში არსებული მონაცემებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს ---ში, კერძოდ, ---სა და ---ში (სხვადასხვა სოფლებში) საკუთრებაში ჰქონდა 2 მიწის ნაკვეთი (61 ჰა) და ამასთან, 2006 წელს სახელმწიფოსგან იჯარის წესით აღებული ჰქონდა 15 საკადასტრო კოდზე არსებული მიწის ნაკვეთები (49 წლით), ჯამურად 1 978.8 ჰა ფართობის, თუმცა არ ჰქონდა დეკლარირებული ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი როგორც სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ, ისე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად:

 შემოწმებამ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია ---სა და ---ის მუნიციპალიტეტებში მდებარე შპს ,,---ზე“ იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, რაზეც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ დაადასტურა, რომ საიჯარო ხელშეკრულებები 2025 წლის 25 ივლისის მდგომარეობით არ იყო გაუქმებული და იყო მოქმედი.

 შემოწმების პროცესში კომპანიის წარმომადგენელთან (---) განხორციელდა სატელეფონო საუბარი შემოწმების დაწყებისა და წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან, დაზუსტებული მიწის ფართობებთან დაკავშირებით. წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ წინა საგადასახადო შემოწმებით არასწორი მონაცემებით იყო გადასახადი დათვლილი (ტექნიკური ხარვეზი, რომელიც საბოლოოდ გასწორდა) და რეალურად იჯარით აღებული მიწის ფართობი შეადგენდა 1 978,8 ჰექტარს.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მ.შ. სანქციის შეფარდება განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----ის“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ კომპანიას არ გააჩნია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი ფლობა ან სარგებლობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ საწარმოს საკუთრებაში გააჩნდა 2 მიწის ნაკვეთი (61 ჰა) და ამასთან, სახელმწიფოსგან იჯარის წესით 2006 წელს აღებული ჰქონდა 15 საკადასტრო კოდზე არსებული მიწის ნაკვეთები (49 წლით), ჯამურად 1 978.8 ჰა ფართობის. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა 2024 წლის ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. ვინაიდან საწარმოს არ ჰქონდა ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი დეკლარირებული როგორც სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ, ისე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203 (1,ბ); 204(1); 205(2).