N 38 - 05/02/2024 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №38
2024 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 732 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ქვეპუნქტი:
„ზ) უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხა, თუ პირს აღნიშნული თანხის დადგენილი წესით ჩათვლის უფლება წარმოექმნება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, ჩათვლა არ ხორციელდება იმ გაანგარიშების მიხედვით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან გასულია 3 წელი.“.
2. დანართი №III-25 - ის:
ა) დანართი „ა“-ს ნაწილი III ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნაწილი III
დღგ-ის ჩასათვლელი თანხა
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1707216427675 {width:481.5pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }№
ოპერაციის შინაარსი
ჯამი
(სვეტი 4 + სვეტი 5)
საქონელზე /მომსახურებაზე გადახდილი დღგ (მე-5 სვეტის გარდა)
ძირითად საშუალებებზე გადახდილი დღგ-ის თანხა
1
2
3
4
5
1
საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ
2
საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ
3
საგადასახადო/საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დარიცხული დღგ
4
დღგ, დარიცხული უკუდაბეგვრის წესით
41
უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ
5
ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ ძირითადი საშუალებების საკუთარ მფლობელობაში დატოვების ან დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, ნაშთად არსებულ ძირითად საშუალებასთან მიმართებაში, ამ ოპერაციებთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული წესის შესაბამისად
6
საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში დარიცხული (გადასახდელი) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა
61
საკუთარი ძალებით განხორციელებული ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის)რემონტის შემთხვევაში დარიცხული (გადასახდელი) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა
7
დღგ, დარიცხული საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში
8
დღგ, გადახდილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში
9
სულ
ბ) დანართი „ბ“-ს IX ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის X ნაწილი:
„ნაწილი X
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1707216444771 {null margin: 0 auto !important; }
№
უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხა, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას
გაანგარიშების სარეგისტრაციო ნომერი
საანგარიშო პერიოდი
დღგ-ის თანხა
1
2
3
4
3. 75-ე მუხლის:
ა) 35 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„35. დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ა“-ს III ნაწილის მე-3 გრაფის მონაცემი არ უნდა იყოს დეკლარაციის დანართი „ბ“-ს VII ნაწილით, 41 გრაფა – დანართი „ბ“-ს X ნაწილით, მე-7 გრაფა – დანართ „ბ“-ს V ნაწილით და მე-8 გრაფა – დანართი „ბ“-ს IV ნაწილით დეკლარირებულ დღგ-ის თანხაზე მეტი. დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ა“-ს III ნაწილის მე-5 გრაფის მონაცემები არ უნდა იყოს დეკლარაციის დანართი „ა“-ს I ნაწილის 71 გრაფით დეკლარირებულ დღგ-ის თანხაზე მეტი. დანართი „ა“-ს III ნაწილის მე-6 და 61 გრაფები ივსება მხოლოდ საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში.“;
ბ) 76 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 77 პუნქტი:
„77. დეკლარაციის „ბ“ დანართის X ნაწილი ივსება იმ შემთხვევაში, თუ პირს უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხის დადგენილი წესით ჩათვლის უფლება წარმოექმნება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, დეკლარაციის „ბ“ დანართის X ნაწილის მე-4 სვეტში ასახული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უნდა იყოს უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხაზე მეტი.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე