ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების ამორტიზაცია (დარიცხული იქნება ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში მის საბალანსო ღირებულებაზე) N 0259
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების ამორტიზაცია N 0259
ფაქტობრივი გარემოებები
· 2007 წელს საწარმომ ლიზინგით გასცა ამორტიზებადი აქტივი. აქტივის ლიზინგით გაცემა მოგების გადასახადის მიზნებისათვის განხილულ იქნა საქონლის მიწოდებად და მისი (საქონლის) ღირებულება სრულად იქნა გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან
· 2009 წელს ლიზინგის მიმღებმა ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ლიზინგის საგნის გამცემს უკან დაუბრუნა ლიზინგის საგანი
· საწარმომ დაბრუნებული აქტივი ძირითად საშუალებად ასახა ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში არსებული საბალანსო ღირებულებით. სსკ-ის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად შეიტანა შესაბამის ჯგუფში და საამორტიზაციო ანარიცხები გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნების შემდეგ არ მომხდარა მისი გამოყენება
შეფასება
· აღწერილ პერიოდში მოქმედი სსკ-ის 21-ე მუხლის შესაბამისად, ამორტიზირებადი აქტივის ლიზინგით გადაცემა მოგების გადასახადის მიზნებისათვის ითვლებოდა საქონლის მიწოდებად
· სსკ-ის 183-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ლიზინგის საგანი არსებული საბალანსო ღირებულებით უბრუნდება ლიზინგის გამცემს
· აღნიშნული ძირითადი საშუალება ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში არსებული საბალანსო ღირებულებით ექვემდებარებოდა შესაბამის ჯგუფში ასახვას
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და არ ხდება დამატებით საგადასახადო ვალდებულების დაკისრება
სახელმძღვანელო ეხება 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით გაცემულ და ამავე პერიოდში დაბრუნებულ ძირითად საშუალებებს
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით