N 3425-XIმს-Xმპ - 30/06/2023 - „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 30.06.2023
№ დოკუმენტი 3425-XIმს-Xმპ
სტატუსი ასამოქმედებელი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 63−65 პუნქტები:

„63. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა − 100 ლარი.

64. ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა − 100 ლარი.

65. ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა − 200 ლარი.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,30 ივნისი 2023 წ.

N3425-XIმს-Xმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე