საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება (შესაფუთი საქონლის: პოლიეთილენის პარკის, მუყაოს ყუთის, ჩანთის მიწოდება) N 0711

0711 საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება (შესაფუთი საქონლის: პოლიეთილენის პარკის, მუყაოს ყუთის, ჩანთის მიწოდება) - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 0711
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება N 0711

ფაქტობრივი გარემოებები

· საქონლის რეალიზაციას საცალო ქსელში ახდენს შესაფუთი ჩანთების გამოყენებით (პოლიეთილენის პარკი, ნაჭრის ჩანთა, ტყავის ჩანთა, მუყაოს ყუთი ან პარკი და სხვა)

· ვარიანტი 1: საწარმო შესაფუთი ჩანთისათვის დამატებით ანაზღაურებას არ ითხოვს, ამასთან ასეთი ჩანთა ამავე საწარმოში დამოუკიდებლად გასაყიდ საქონლად არ აღირიცხება (მისი შეძენა მომხმარებელს ცალკე არ შეუძლია); შესაბამისად, საწარმო მას არ განიხილავს დაბეგვრის დამოუკიდებელ ობიექტად

· ვარიანტი 2: საწარმო შესაფუთი ჩანთისათვის დამატებით ანაზღაურებას არ ითხოვს, ამასთან ასეთი ჩანთა ამავე საწარმოში დამოუკიდებლად გასაყიდ საქონლად აღირიცხება (მისი შეძენა მომხმარებელს ცალკეც შეუძლია); შესაბამისად, საწარმო მხოლოდ დამოუკიდებლად რეალიზებულს განიხილავს დაბეგვრის ობიექტად

· ვარიანტი 3: საწარმო, კლიენტის სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ ახდენს შესაფუთი ჩანთის საქონელთან ერთად მიწოდებას; შესაბამისად, საწარმო სრულად დაბეგვრის ობიექტად განიხილავს

შეფასება

· პირველ ვარიანტში, შესაფუთი ჩანთა დამოუკიდებელი მიწოდების ობიექტად არ განიხილება და მასზე გაწეული ხარჯები სრულად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან, შესაბამისად, პირის ქმედება მართლზომიერია

· მე-2 ვარიანტში, შესაფუთი ჩანთა დამოუკიდებელი მიწოდების ობიექტია და მისი სარეალიზაციო ფასით უნდა გაიზარდოს ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ის ბრუნვა, მათ შორის, უსასყიდლოდ მიწოდებული ჩანთების მიხედვით

· მე-3 ვარიანტში, პირის ქმედება მართლზომიერია

· შესაფუთი ჩანთის უსასყიდლოდ გადაცემით, საწარმოს არ წარმოეშობა საგადასახადო აგენტის ვალდებულება

ღონისძიებები

· მე-2 ვარიანტში, საწარმოს უსასყიდლოდ გავრცელებული ჩანთების მიხედვით გადაუანგარიშდება (გაეზრდება) ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ის ბრუნვა და დაერიცხება კუთვნილი გადასახადი

· საწარმო შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე