გადაწყვეტილება №23863/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23863/2/2024
08 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "--------" (ს/ნ "--------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "--------"-ს 4.09.2024 და 9.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №23863/2/2024).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 4.07.2024 წლის №22564/2/2024 (რეგ. 12.08.2024 წ. 03/61506) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2024 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2024 წლის №19280 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2024 წლის №002-171 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 88 058.28 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 64 923
დღგ - 57 745
საშემოსავლო გადასახადი - 7 178
ჯარიმა - 3 762
საურავი - 19 373.28
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 12.03.2013 წლიდან, ხოლო 1.12.2021 წლიდან მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 29.09.2021 წლიდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით მისი საქმიანობაა კინოფილმების, ვიდეო და სატელევიზიო პროგრამების გავრცელებასთან დაკავშირებული საქმიანობა. საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ კერძო კომპანიებს უწევს სხვადასხვა მარკეტინგულ/სარეკლამო მომსახურებებს (მათ შორის „სტრიმინგის“ მომსახურებას).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილისა და დადგენილების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 10.05.2023 წლის №10259 და 31.05.2023 წლის №12024 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 12.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის №31691 ბრძანება და ამავე თარიღის №002-291 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 13.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.02.2024 წლის №4151 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 15.03.2024 და 25.03.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 4.07.2024 წლის №22564/2/2024 (რეგ. 12.08.2024წ. 03/61506) გადაწყვეტილებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა:
ა) პირველი დავის საგანში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ბ) ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის და მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება;
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 4.07.2024 წლის №22564/2/2024 (რეგ. 12.08.2024წ. 03/61506) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), კერძოდ სულ შემცირდა 144 907 ლარი, მათ შორის გადასახადი 77 405 ლარი (მათ შორის დღგ 73 336 ლარი და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი (მცირე ბიზნესის) 4 069 ლარი) და ჯარიმა 67 502 ლარი (მათ შორის დღგ 65 541 ლარი და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი (მცირე ბიზნესის) 1 962 ლარი).
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2024 წლის №19280 ბრძანება და ამავე თარიღის №002-171 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 ოქტომბრის №1531 განკარგულების საფუძველზე 2024 წლის 31 ოქტომბერს გაფორმდა №ა471-21 საგადასახადო შეთანხმება "--------" -ს და შემოსავლების სამსახურს შორის.
გადასახადის გადამხდელს, 2024 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით, პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების თანხა განესაზღვრა 46 302 ლარით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
ფაქტობრივი გარემოებები
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2024 წლის №19280 ბრძანება და ამავე თარიღის №002-171 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301