დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე უპროცენტოდ გაცემული სესხის დაბეგვრა N 2643
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე უპროცენტოდ გაცემული სესხის დაბეგვრა N 2643
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X"-მა 100%-იანი წილის მფლობელ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე, რომელიც არ წარმოადგენს შპს „X"-ის დაქირავებულ პირს, 2017 წლის 1 იანვარს გასცა სესხი - 100 000 ლარი უპროცენტოდ. ფიზიკურმა პირმა მიღებული სესხი დააბრუნა 2017 წლის 30 ნოემბერს. შპს „X"-მა იანვრის საანგარიშო პერიოდზე წარმოადგინა მოგების გადასახადის დეკლარაცია და გაცემული სესხი 100 000 ლარი დაბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, იმავე პერიოდში გადაიხადა მოგების გადასახადი - 17 647 ლარის ოდენობით, ხოლო ნოემბრის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციით დაბრუნებულ სესხის თანხაზე განახორციელა 17 647 ლარის მოგების გადასახადის ჩათვლა.
· პირს სესხის პროცენტთან დაკავშირებით საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია.
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97- ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. ამავე კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება. ამასთან, ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით.
· ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სესხის გაცემა უპროცენტოდ განიხილება მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად, როგორც მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა საბაზრო ფასის შესაბამისად. მოგების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარება 16500 ლარი ((100 000 *18%)/12*11). ამდენად, შპს „X" ვალდებული იყო, იანვარ-ნოემბრის საანგარიშო პერიოდებზე დაერიცხა და გადაეხადა მოგების გადასახადი სესხის ძირითად თანხაზე 18%-იანი სარგებლის გათვალისწინებით ყოველთვიურად (16500/11/*0.85x15%=264).
ღონისძიებები
· პირს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და, დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვ ის, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებ ული ჯარიმით. დადგენილი წესის შესაბამისად.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით
სიტუაციური სახელმძღვანელო არ მოიცავს შპს „X“-ის მიერ გაცემული სესხის ძირითადი თანხის გაცემისა და მისი დაბრუნების მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხის შეფასებას
იგულისხმება, რომ სიტუაციურ სახელმძღვანელოში განხილულ შემთხვევაში საბაზრო განაკვეთი შეადგენდა 18%-ს