დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა N 2309

2309 დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა 07.09.2010
№ დოკუმენტი 2309
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა N 2309

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმომ საგადასახადო ორგანოში 2008 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია წარადგინა დაგვიანებით 2009 წლის 20 აპრილს და დასარიცხ თანხად მიუთითა 28 000 ლარი

•ვარიანტი 1: მოგების გადასახადში 2008 წელს მიმდინარე გადასახდელების სახით შესაბამისი სავადოების მიხედვით დარიცხული ჰქონდა 20 000 ლარი (მაისის - 5 000 ლარი; ივლისის - 5 000 ლარი; სექტემბრის - 5 000 ლარი; დეკემბრის - 5 000 ლარი)

•ვარიანტი 2: მოგების გადასახადში 2008 წელს მიმდინარე გადასახდელების სახით შესაბამისი სავადოების მიხედვით დარიცხული ჰქონდა 40 000 ლარი (მაისის - 10 000 ლარი; ივლისის - 10 000 ლარი; სექტემბრის - 10 000 ლარი; დეკემბრის - 10 000 ლარი)

შეფასება

•სახეზეა საწარმოს მიერ დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენის ფაქტი და ორივე ვარიანტში იკვეთება დეკლარაციის მიხედვით გადასახდელად დასარიცხი თანხა - 28 000 ლარი, შესაბამისად, დარიცხული მიმდინარე გადასახდელები არ უნდა იქნეს გათვალისწინებული სსკ-ის 131-ე მუხლით დადგენილი სანქციის გამოანგარიშებისას

ღონისძიებები

•ორივე ვარიანტში, საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 131-ე მუხლის საფუძველზე დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის 1 400 ლარით (28 000 ლარი X 5% = 1 400 ლარი)