საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა N 1517
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა N 1517
ფაქტობრივი გარემოებები
· უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია აფინანსებს საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას. ფიზიკური პირები, რომლებიც საჭიროებენ ასეთ დახმარებას იდენტიფიცირებულნი არიან და აკმაყოფილებენ დახმარების მისაღებად დადგენილ კრიტერიუმებს
· დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თახების მიღებასა და ბენეფიციარებზე გაცემას ახორციელებს საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაცია (ა(ა)იპ) ან უცხოური ა(ა)იპ-ის წარმომადგენლობა საქართველოში
· ა(ა)იპ-ის არ გააჩნია არანაირი უფლება დაფინანსებული ფულადი დახმარების გამოყენებასთან, სარგებლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით, იგი მოქმედებს, როგორც შუამავალი (ე.წ. თანხის გამტარი), რაც გულისხმობს მის მიერ მიღებული თანხის სხვა პირისათვის გადაცემის ვალდებულებას
· არც თანხის მიმღებ ფიზიკურ პირებს და არც თანხის გამცემ ა(ა)იპ-ს საგადასახადო ვალდებულება არ განუხორციელებია
შეფასება
· იმის გათვალისწინებით, რომ:
- უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული მიზნობრივი ჯგუფების სოციალ-ეკონომიკურ დახმარება ხორციელდება უცხო ქვეყნის უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციის დაფინანსებით;
- ა(ა)იპ წარმოადგენს მხოლოდ შუამავალს (ე.წ. თანხის გამტარს) და ახდენს მიღებული თანხის მხოლოდ სხვა პირისათვის გადაცემის ორგანიზებას;
- დახმარების მიმღები პირები აკმაყოფილებენ დახმარების მისაღებად დადგენილ კრიტერიუმებს
მათ მიერ დახმარების ფარგლებში მიღებული თანხები არ ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად და გადასახადებით დაბეგვრას არ ექვემდებარება. მათ, შორის გაცემულ თანხებთან მიმართებაში ა(ა)იპ-ს საგადასახადო აგენტის ვალდებულება არ წარმოეშობა
ღონისძიებები
· პირთა ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება