N 4910-IIს - 28/06/2019 - „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 500) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონით (გარდა ამავე კანონის მე-10 მუხლისა) დადგენილი ნორმები არ ვრცელდება პირის მიერ თამბაქოს ნაწარმის საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის განმავლობაში შემოტანილ, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში შემოტანილ, საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი რაოდენობის თამბაქოს ნაწარმზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,28 ივნისი 2019 წ.
N4910-IIს
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე