უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოყენება N 2518

2518 უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოყენება 06.07.2012
№ დოკუმენტი 2518
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოყენება N 2518

ფაქტობრივი გარემოებები

· პირმა ხარჯების დასადასტურებლად და ჩათვლების მისაღებად წარმოადგინა იმ პირის სახელით გაცემული ანგარიშ-ფაქტურები და ზედნადებები, რომლის მიმართაც საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით დადგენილია ფიქტიურ ან/და უსაქონლო ოპერაციებში მონაწილეობა

· პირმა განახორციელა დღგ-ის ჩათვლა, ხოლო ამ ოპერაციისათვის გაცემული საქვეანგარიშო თანხები მოთხოვნებიდან ჩამოაწერა ანგარიშვალდებულ პირს

· I ვარიანტი: დადგენილია, რომ პირის მიერ საქონელი შეძენილია ერთი პირისაგან დოკუმენტის გარეშე, ხოლო ფიქტიური დოკუმენტი კი მიღებულია მეორე პირისაგან

· II ვარიანტი: პირველადი დოკუმენტი შედგენილია, მაგრამ საქონლის მიწოდებას ადგილი არ ჰქონია

შეფასება

· I და II ვარიანტში პირს აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით ხარჯის აღიარების უფლება არ აქვს. ასევე სსკ-ის 174-ე (3) "ვ" (ძვ. 251-ე (3)) მუხლის თანახმად ფაქტურაში დაფიქსირებული დღგ ჩათვლას არ ექვემდებარება

ღონისძიებები

· I და II ვარიანტში პირს გაუუქმდება დღგ-ის ჩათვლა და დაჯარიმდება სსკ-ის 280-ე მუხლის შესაბამისად ჩათვლილი გადასახადის თანხის 200%-ის ოდენობით ასევე დაკორექტირდება გამოქვითვები და შესაბამის დეკლარაციებში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლით