სარგებელი N 2128

2128 სარგებელი 29.12.2010
№ დოკუმენტი 2128
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სარგებელი N 2128

ფაქტობრივი გარემოებები

•ინდივიდუალური მეწარმის ანგარიშზე ფიქსირდება სხვა პირების მიერ გადმორიცხული თანხები, რომლებიც არ არის ასახული მეწარმის შემოსავალში.

•მეწარმის განმარტებით აღნიშნული თანხების მიღება არ არის დაკავშირებული მის ეკონომიკურ საქმიანობასთან. ამასთან, ვერ ადასტურებს, რომ თანხები მიღებულია ნათესავებისგან (I და II რიგის მემკვიდრეებისაგან).

შეფასება

•არადეკლარირებული თანხები უნდა ჩაითვალოს ფიზიკური პირის სარგებლად.

•შემცირებულია ერთობლივი შემოსავალი.

ღონისძიებები

•უნდა დაზუსტდეს (გაიზარდოს) ერთობლივი შემოსავალი და დაერიცხოს კუთვნილი გადასახადი.

•ინდ.მეწარმე დაჯარიმდება დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისათვის (სსკ-ის 132-ე მუხლი). ხოლო დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 131-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით