N 532 - 29/12/2023 - „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 29.12.2023
№ დოკუმენტი 532
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №532

2023 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2011, 010220020.10.003.016396) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − კომისიის წევრი;

გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − კომისიის წევრი;

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი;

ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

თ) სსიპ − შემოსავლების სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი;

ი) სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი;

კ) სსიპ − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი;

ლ) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე − კომისიის წევრი;

მ) საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე − კომისიის წევრი.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე