N 97 - 23/03/2012 - „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №97
2012 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1827) და № 6 დანართის :
1. პირველი გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1685959372845 {null margin: 0 auto !important; }
„1
თონეში წარმოებული/საწარმოებელი(ნახევარფაბრიკატი) საქონლის მიწოდება ან/და თონეთი გაწეული მომსახურება
თონე
კალენდარული თვე
50 ლარი
(ერთ თონეზე)“.
2. პირველი გრაფი ს შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 გრაფები :
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1685959372845 {null margin: 0 auto !important; }
„2
თმის შეჭრის,შესწორების, დაწყობის, შეღებვის, დახვევის, გასწორების, გაპარსვის, წვერის შესწორების,მაკიაჟის, სახის მასაჟის, წარბების კორექციის, ეპილაციის, დეპილაციის, მომსახურება
სამუშაო ადგილი(სკამი/მაგიდა/ სავარძელი)
კალენდარული თვე
ერთ სამუშაო ადგილზე(სკამი/მაგიდა/ სავარძელი) – 50 ლარი
3
მანიკიურის და პედიკიურის მომსახურება
სამუშაო ადგილი(სკამი/მაგიდა)
კალენდარული თვე
ერთ სამუშაო ადგილზე(სკამი/მაგიდა) – 30 ლარი“.
3 . შენიშვნის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. პირებს, რომლებსაც ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისათვის მინიჭებული აქვთ მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსი ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნარჩუნდებათ მინიჭებული სტატუსი.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე