N 90 - 28/03/2025 - „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 28.03.2025
№ დოკუმენტი 90
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №90

2025 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017642) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“:

1. მე-12 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბაქნის განლაგების სქემები და მინიმალური ზომები მოცემულია ამ წესის №3, №4 და №5 დანართებში. №5 დანართში მოცემული მინიმალური ზომებისგან განსხვავებული ზომები დგინდება საპროექტო ან/და ტექნიკური სამუშაოებისას ისე, რომ დაცული იყოს ამ რეგლამენტით ბაქნისთვის გათვალისწინებული მოთხოვნები.“;

 

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. პირველი კლასის ავტოსადგურში ბაქანი უნდა იყოს გადახურული.“.

 

2. 122 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე, გაცემული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან კონსულტაციით;“.

 

3. 122 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია, გასცეს მუნიციპალიტეტში სერტიფიცირებული ავტოსადგურებისა და მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე