სარგებელი N 1805
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სარგებელი N 1805
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმოს საბანკო ანგარიშზე დაფიქისრებულია პირის შენატანი
•ვარიანტი 1: შენატანის განმახორციელებელი პირი დამფუძნებელია და ამ თანხით გაზრდილია საწარმოს კაპიტალი (წილის ღირებულება)
•ვარიანტი 2: შენატანის განმახორციელებელი პირი დამფუძნებელია და შენატანი განხორციელებულია უსასყიდლო/ აუნაზღაურებადი დახმარების სახით
•ვარიანტი 3: უსასყიდლო შენატანი განხორციელებულია საწარმოს დირექტორის ან სხვა პირის მიერ
•აღნიშნული შენატანი დაბრუნებული არ არის
შეფასება
•პირველ ვარიანტში, დამფუძნებლის შენატანი არ ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას
•მე-2 და მე-3 ვარიანტში, შენატანით უნდა გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი
ღონისძიებები
•მე-2 და მე-3 ვარიანტში, შენატანის თანხით უნდა გაიზარდოს ერთობლივი შემოსავალი და დაკორექტირდეს მოგება (ზარალი)
•მე-2 და მე-3 ვარიანტში, მოგების დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება (სსკ 132-ე მუხლი)