სახელმწიფოსათვის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება N 0226

0226 სახელმწიფოსათვის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 0226
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სახელმწიფოსათვის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება N 0226

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმოს მიერ სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე დანახარჯი გამოქვითულია ერთობლივი შემოსავლიდან

•ვარიანტი I: საქონელი/მომსახურება მიწოდებულია 2009 წლის 1 იანვრამდე

•ვარიანტი II: საქონელი/მომსახურება მიწოდებულია 2009 წლის 1 იანვრის შემდგომ

შეფასება

•2009 წლის 1 იანვრამდე სსკ-ის შესაბამისად, სახელმწიფოსათვის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებაზე გაწეული ხარჯი არ გამოიქვითებოდა

•2009 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში, სახელმწიფოსათვის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებაზე გაწეული ხარჯის გამოქვითვა დაშვებულია სსკ-ის შესაბამისად

ღონისძიებები

•პირველ ვარიანტში, უნდა დაზუსტდეს (შემცირდეს) გამოსაქვითი ხარჯი და დასაბეგრი მოგება (ზარალი) და საწარმოს დაერიცხოს კუთვნილი მოგების გადასახადი

•პირი დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით