დღგ-ით დასაბეგრი ობიექტი (ჩამოწერილია იმაზე მეტი, ვიდრე მიწოდებულად არის ნაჩვენები) N 1131
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ით დასაბეგრი ობიექტი N 1131
ფაქტობრივი გარემოებები
•სააღრიცხვო დოკუმენტებში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩამოწერილია იმაზე მეტი რაოდენობის საქონელი, ვიდრე ექსპორტირებულია ან/და მიწოდებულია პირველადი დოკუმენტებით იმავე პერიოდში
•აღნიშნული სხვაობა გადამხდელს რეალიზაციაში არ აქვს ნაჩვენები და მისივე ახსნა განმარტებით არც ფაქტობრივ ნაშთად უფიქსირდება
შეფასება
•ექსპორტირებულ ან/და მიწოდებულ ოდენობას და საწარმოს მიერ ჩამოწერილ აქტივებს შორის სხვაობა განიხილება მიწოდებად საბაზრო ფასით ჩამოწერის თარიღისათვის და ექვემდებარება დღგ-ით (18/20%-იანი განაკვეთით) დაბეგვრას, ასევე ერთობლივ შემოსავალში ასახვას
ღონისძიებები
•უნდა გადაანგარიშდეს შესაბამისი პერიოდების მოგებისა და დღგ-ის კუთვნილი გადასახადები
•დეკლარაციებში გადასახადების შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლით
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით