საგადასახადო შეთანხმების შედეგად პროგრამულად ასახული თანხის კორექტირება N 2511
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საგადასახადო შეთანხმების შედეგად პროგრამულად ასახული თანხის კორექტირება N 2511
ფაქტობრივი გარემოებები
•პირს 2010 წლის მდგომარეობით გაუფორმდა საგადასახადო შეთანხმება
•პირს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 10 000 ლარის ოდენობით, მათ შორის სამი მიმდინარე გადასახდელი, სულ 600 ლარი
•I ვარიანტი: პირის მიერ წარდგენილი 2010 წლის დეკლარაციით კუთვნილი გადასახდელი თანხაა 500 ლარი
•II ვარიანტი: პირის მიერ წარმოდგენილი 2010 წლის დეკლარაციით კუთვნილი გადასახდელი თანხა არ ფიქსირდება
შეფასება
•სსკ-ის 293-ე მუხლის 11-ე ნაწილის შესაბამისად საგადასახადო დავალიანება ითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულად თუ მასზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება
ღონისძიებები
•I ვარიანტის შემთხვევა ში საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდება ზედმეტად გადახდილად აღრიცხული თანხის კორექტირება და დამატებით დაერიცხება 100 ლარი
•II ვარიანტის შემთხვევა ში საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდება ზედმეტად გადახდილად აღრიცხული თანხის კორექტირება და დამატებით დაერიცხება 600 ლარი