N 123 - 25/03/2026 - „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 25.03.2026
№ დოკუმენტი 123
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №123

2026 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/08/2023, 300160070.10.003.024119) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის“:

1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების დასახელება, რაოდენობა (კგ), შემადგენლობა და შეფუთვის ფიზიკური აღწერა;“.

 

2. მე-6 მუხლის 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. საიმპორტო წლის 15 მაისის შემდეგ, არაუგვიანეს 15 სექტემბრისა, იმპორტის ნებართვ(ებ)ის ან იმპორტის ნებართვ(ებ)ით განსაზღვრული წლიური საიმპორტო კვოტის ნაწილის გაუქმების შემთხვევაში, თუკი გამოთავისუფლებული ჯამური კვოტა აღემატება წლიური დამტკიცებული მთლიანი კვოტის 1%-ს, საიმპორტო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილის შესახებ ინფორმაციას სააგენტო 5 სამუშაო დღის ვადაში აწვდის იმპორტის ნებართვის მფლობელ პირებს. წლიური საიმპორტო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილის მისაღებად და მოქმედი იმპორტის ნებართვის ცვლილების მიზნით, განცხადებები მიიღება სააგენტოდან ინფორმაციის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. საიმპორტო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნაწილდება დაინტერესებულ იმპორტის ნებართვის მფლობელ პირებზე.“.

 

3. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე“ ქვეპუნქტი:

„ა.ე) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია;“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) ყოველი მიწოდების შესახებ ინფორმაცია ასახოს მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში;

ბ) იმ შემთხვევაში, თუკი არ გეგმავს მისი ნებართვით განსაზღვრული წლიური საიმპორტო კვოტის, სულ მცირე, 70%-ის ათვისებას, არაუგვიანეს საიმპორტო წლის 15 მაისისა, სააგენტოს აცნობოს აღნიშნულის თაობაზე და მოითხოვოს არსებული ნებართვის ცვლილება ან გაუქმება, კონკრეტული მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებებისა და რაოდენობების (კგ) მითითებით;

გ) იმ შემთხვევაში, თუკი საიმპორტო წლის 1 ნოემბრამდე არ განუხორციელებია წლიური საიმპორტო კვოტის, სულ მცირე, 70%-ის ათვისება, არაუგვიანეს საიმპორტო წლის 1 ნოემბრისა, სააგენტოს აცნობოს ამავე საიმპორტო წლის ბოლომდე იმპორტის განხორციელების განზრახულობის თაობაზე და, დაგეგმილი იმპორტის შემთხვევაში, სააგენტოში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (მათ შორის, შესყიდვის დამადასტურებელი საბუთი კონკრეტული მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებებისა და რაოდენობების (კგ) მითითებით), რომელიც ადასტურებს იმპორტის ნებართვის მფლობელის მიერ საიმპორტო წლის ბოლომდე დაგეგმილი იმპორტის განხორციელების შესაძლებლობას;

დ) წლის განმავლობაში განახორციელოს მისი იმპორტის ნებართვ(ებ)ის ფარგლებში განსაზღვრული კვოტირებული ნივთიერებების ჯამური რაოდენობის, სულ მცირე, 70%-ის (ოზონდამშლელი ნივთიერების მეტრულ ტონაში, ხოლო დანართ №4-ით განსაზღვრული ნივთიერებების შემთხვევაში − ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტურ ტონაში) იმპორტი. აღნიშნული წილის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება კვოტირებული ნივთიერებების ის რაოდენობა, რომელიც ნებართვის მფლობელმა დათმო ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“.

 

4. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11, 12 და 13 პუნქტები:

„11. აკრძალული ნივთიერების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, კონტეინერის წარწერა უნდა შეიცავდეს შემდეგ ტექსტს − „აკრძალული ნივთიერება, მხოლოდ აუცილებელი ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებისათვის გამოსაყენებლად“.

12. რეციკლირებული ან აღდგენილი ნივთიერების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, კონტეინერის წარწერა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნივთიერება არის რეციკლირებული ან აღდგენილი, ასევე, რეციკლირების ან აღდგენის ობიექტის დასახელებასა და მისამართს.

13. ამ მუხლის 11 და 12 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე და ადვილად წასაკითხი.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი, 11 და 12 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია ერთჯერად კონტეინერზე დატანილი უნდა იყოს კონტეინერის კორპუსის დაუზიანებლად ძნელად წასაშლელი საშუალებით. თუ ერთჯერადი ან მრავალჯერადი კონტეინერის ზომა არ იძლევა საშუალებას, რომ მასზე დატანილ იქნეს ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, მაშინ ნიშანდებაზე დატანილ უნდა იქნეს ციფრულად კითხვადი ბმული, სადაც განთავსებულია აღნიშნული ინფორმაცია.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე