აქციონერისთვის დამატებითი აქციების გადაცემის გზით გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან დაკავება N 2423
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
აქციონერისთვის დამატებითი აქციების გადაცემის გზით გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან დაკავება N 2423
ფაქტობრივი გარემოებები
· სააქციო საზოგადოების აქციონერმა გასცა სესხი ამავე სააქციო საზოგადოებაზე 2016 წლის 3 იანვარს. სააქციო საზოგადოებამ ვერ აანაზღაურა ფიზიკური პირის კუთვნილი სესხის პროცენტი, რის სანაცვლოდაც 2017 წლის აპრილის თვეში გადასცა დამატებითი აქციები.
· სააქციო საზოგადოებამ აქციონერისთვის დამატებითი აქციების გადაცემით აქციონერის კუთვნილი პროცენტი ჩათვალა გადახდილად და გადახდილი პროცენტი 2017 წლის აპრილის თვეში დააკავა გადახდის წყაროსთან.
შეფასება
· სსკ-ის მე-8 მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, პროცენტი არის ფულად დაბანდებებთან ან სავალო ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან (იპოთეკური უზრუნველყოფის არსებობისა და მისი გაფორმების მეთოდის მიუხედავად) მიღებული ნებისმიერი წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი (მათ შორის, დისკონტის სახით მიღებული). სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ" ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც პირს უხდის პროცენტს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
· სააქციო საზოგადოების მიერ ფიზიკური პირისათვის სესხზე გადასახდელი პროცენტების სანაცვლოდ აქციების გადაცემა, განხილულ უნდა იქნეს სესხზე გადახდილ პროცენტად. იმის გათვალისწინებით, რომ გადახდა განხორციელდა არაფულადი ფორმით, განაცემი გადახდის წყაროსთან დაკავებას დაექვემდებარება აპრილის თვეში.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარ ღვევა არ იკვეთება და დამატებით საგადასახადო ვალდებულები ს დაკისრება არ ხდება.