N 4317-XIVმს-Xმპ - 27/06/2024 - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) პირველი მუხლის 26 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„26. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
თბილისი,27 ივნისი 2024 წ.
№4317-XIVმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე