N 459 - 16/09/2022 - „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №459
2022 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022037) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ – „ე“ ქვეპუნქტები:
„გ) უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იმპორტში დეკლარირებულ ბატარეებსა და აკუმულატორებზე;
დ) ჰუმანიტარული მიზნით ან გრანტის სახით იმპორტში დეკლარირებულ ბატარეებსა და აკუმულატორებზე;
ე) სახელმწიფო უწყების (საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი) მიერ იმპორტში დეკლარირებულ ბატარეებსა და აკუმულატორებზე.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე