N 1378-Iს - 15/11/2017 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) მიწოდება ან/და იმპორტი;“.
2. 1761 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) რეალიზაცია;“.
3. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მსუბუქი ავტომობილისათვის და მოტოციკლისათვის (მოპედის ჩათვლით) – მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით;“.
4. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 გრაფა:
„#assignedTableId-1674996908757 {null margin: 0 auto !important; }მოტოციკლი (მოპედის ჩათვლით) (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით), ძრავის მოცულობის 1 სმ³
41
8711
(გარდა 8711 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ეტლისა)
ა) 1 წლამდე
1 სმ³
1.5
ბ) 1 წლის
1 სმ³
1.3
გ) 2 წლის
1 სმ³
0.7
დ) 3 წლის
1 სმ³
0.7
ე) 4 წლის
1 სმ³
0.7
ვ) 5 წლის
1 სმ³
0.7
ზ) 6 წლის
1 სმ³
0.8
თ) 7 წლის
1 სმ³
0.8
ი) 8 წლის
1 სმ³
0.8
კ) 9 წლის
1 სმ³
0.8
ლ) 10 წლის
1 სმ³
1.0
მ) 11 წლის
1 სმ³
1.3
ნ) 12 წლის
1 სმ³
1.5
ო) 13 წლის
1 სმ³
1.8
პ) 14 წლის
1 სმ³
2.1
ჟ) 14 წელზე მეტის
1 სმ³
2.4
“
5. 189-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან, თუ სატრანსპორტო საშუალება 15 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზი, მაგრამ არაუმეტეს გადახდილი აქციზის 50%-ის ოდენობისა.“.
6. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,15 ნოემბერი 2017 წ.
N1378-Iს