ქონების გადასახადი (1000 ლარამდე ღირებულების ქონებაზე, რომელიც სრულადაა გამოქვითული) N 1405

1405 ქონების გადასახადი (1000 ლარამდე ღირებულების ქონებაზე, რომელიც სრულადაა გამოქვითული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 1405
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ქონების გადასახადი N 1405

ფაქტობრივი გარემოებები

•1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება, პირმა ექსპლუატაციაში გადაცემის წელს სრულად გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან

•იმ მოტივით, რომ ძირითადი საშუალება სრულად იქნა გამოქვითული, პირი ასეთ აქტივზე ქონების გადასახადს არ იხდიდა

შეფასება

•აქტივზე გაწეული ხარჯის სრულად გამოქვითვის მიუხედავად, პირი ვალდებული იყო აქტივის ექსპლუატაციაში ყოფნის საგადასახადო პერიოდებზე გადაეხადა ქონების გადასახადი

ღონისძიებები

•საგადასახადო წლების მიხედვით პირს დამატებით უნდა დაერიცხოს ქონების გადასახადი

•პირი დაჯარიმდება, დეკლარაციაში ქონების გადასახადის შემცირების შემთხვევაში, სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე