ს.მ.ფ. ნაშთებს შორის სხვაობა N 2124

2124 ს.მ.ფ. ნაშთებს შორის სხვაობა 26.10.2010
№ დოკუმენტი 2124
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ს.მ.ფ. ნაშთებს შორის სხვაობა N 2124

ფაქტობრივი გარემოებები

•დღგ-ის გადამხდელი საწარმოს მიერ წარმოდგენილი 2009 წლის დეკლარაციით:

- სმფ-ის საწყისი ნაშთია 5 000 ლარი;

- საბოლოო ნაშთია 9 000 ლარი;

- შეძენილი საქონლის სააღრიცხვო ღირებულებაა 15 000 ლარი

•საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადგინდა, რომ 2009 წელს რეალიზებულ საქონელზე ფასნამატი შეადგენს 20%-ს

•საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით 2009 წელს მიწოდებული საქონლის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 5000 ლარს შეადგენს

•პირი აღნიშნული მონაცემების რეალობას სადაოდ არ ხდის

შეფასება

•20%-იანი ფასნამატის პირობებში 5 000 ლარის დასაბეგრი რეალიზაცია გამოიწვევდა სმფ-ის სააღრიცხვო ღირებულების 4 000 ლარით შემცირებას (5000:1.20)

•აღნიშნული მონაცემების რეალობის შემთხვევაში, სმფ-ის საბოლოო ნაშთი უნდა ყოფილიყო 16 000 ლარი ნაცვლად 9 000 ლარისა (5 000+15 000-4 000)

•დეკლარირებული სმფ-ის საწყისი ნაშთის და შეძენების რეალობის შემთხვევაში, სახეზეა ერთობლივი შემოსავლის და დასაბეგრი ბრუნვის შემცირება 8 400 ლარით (16 000 - 9 000 ) *120%

ღონისძიებები

•8 400 ლარით უნდა გაიზარდოს (დაზუსტდეს) 2009 წლის დეკემბრის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ამავე საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავალი

•პირს დაერიცხება კუთვნილი დღგ და მოგების გადასახადი

•პირი დეკლარაციებში გადასახადების შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ 132-ე მუხლის შესაბამისად

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით