საქართველოს რეზიდენტი საწარმოს მიერ შემოწირულების გაცემა N 2653
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საქართველოს რეზიდენტი საწარმოს მიერ შემოწირულების გაცემა N 2653
ფაქტობრივი გარემოებები
· საქართველოს რეზიდენტი საწარმო ახორციელებს ორგანიზაციებზე შემოწირულების (ფულადი სახსრების) გაცემას (მათ შორის, უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით).
· შემოწირულება (ფულადი სახსრები) გაცემულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე, რომელსაც მინიჭებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი.
· საქართველოს რეზიდენტმა საწარმომ მოგების გადასახადით არ დაბეგრა საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული შემოწირულება, რამდენადაც გაცემული ფულადი თანხები არ აღემატებოდა მის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების 10 პროცენტს.
შეფასება
· სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. სსკ-ის 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ ფულადი სახსრების გადაცემა იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული შემოწირულება მის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების 10 პროცენტს არ აღემატება. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-40 ნაწილის მიხედვით, შემოწირულება არის ორგანიზაციის მიერ უსასყიდლოდ მიღებული საქონელი/მომსახურება, მათ შორის, ფულადი სახსრები.
· იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რეზიდენტი საწარმოს მიერ შემოწირულება გაცემულია საქველმოქმედო ორგანიზაციაზე და ამასთან, გაცემული ფულადი თანხები არ აღემატება მის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების 10 პროცენტს, საწარმოს არ წარმოეშობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და გადასახადის გადამხდელისთვის საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო ვრცელდება იმ საწარმოების მიმართ, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2018 წლის 12 თებერვლისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით