საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციის მიერ შემოწირულების მიღება N 2535
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციის მიერ შემოწირულების მიღება N 2535
ფაქტობრივი გარემოებები
· საქართველოში რეგისტრირებულმა ორგანიზაციამ, რომელიც არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მიიღო შემოწირულობა (ფულადი სახსრები) (მათ შორის, უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით).
· I ვარიანტი: შემოწირულება მიღებულ იქნა რეზიდენტი საწარმოდან.
· II ვარიანტი: შემოწირულება მიღებულ იქნა რეზიდენტი საწარმოდან, რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.
· III ვარიანტი: შემოწირულება მიღებულ იქნა მეწარმე ფიზიკური პირიდან.
· IV ვარიანტი: შემოწირულება მიღებულ იქნა არარეზიდენტი საწარმოდან.
· საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას მოგების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია.
შეფასება
· სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადისგან თავისუფლდება ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულებები. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-40 ნაწილის მიხედვით, შემოწირულება არის ორგანიზაციის მიერ უსასყიდლოდ მიღებული საქონელი/მომსახურება, მათ შორის, ფულადი სახსრები.
· ოთხივე ვარიანტში: ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, რამდენადაც ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოწირულებები გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან, ორგანიზაციას მოგების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა.
ღონისძიებები
· ოთხივე ვარიანტში: პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და გადასახადის გადამხდელისთვის საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2018 წლის 12 თებერვლისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით