იმპორტით შეძენილ საქონელზე ინვოისების არქონა N 0218
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
გამოქვითვები დოკუმენტური დადასტურების გარეშე N 0218
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმომ იმპორტირებულ საქონელზე ვერ წარმოადგინა ხარჯის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ხოლო განბაჟება განხორციელდა სტატისტიკური შეფასების მეთოდის გამოყენებით და გადახდილ იქნა დღგ
· საწარმომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითა თანხა განბაჟებისას გამოყენებული სტატისტიკური ღირებულების მიხედვით და ჩაითვალა დღგ
შეფასება
· სსკ-ის 105-ე (ძვ. 177-ე) მუხლის პირველი და მეორე ნაწილის, 136-ე (ძვ. 199-ე) მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამოიქვითება ხარჯი დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე
· დღგ-ის ჩათვლა მართლზომიერია
· სასაქონლო დეკლარაცია არ ჩაითვლება საქონლის შეძენის პირველად საგადასახადო დოკუმენტად, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს გამოქვითვა
· საწარმოს აღნიშნული საქონელი უნდა აესახა მარაგებში, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის უფლების გარეშე
ღონისძიებები
· უნდა შემცირდეს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი და დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება
· საწარმო დაჯარიმდება დეკლარაციაში მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 275-ე (ძვ.132-ე) მუხლით
აღნიშნული სახელმძღვანელო გამოიყენება, როგორც საწარმოს ისე მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით