N 352 - 13/11/2026 - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №352
2026 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს ცვლილება და „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) მე-10 ნაწილის („საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი“) „610“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „611“, „612“ და „613“ კოდების გრაფები:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1794818429334 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„611
სეს ესნ-ის 2402 10 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული სიგარელის, 2402 20 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული სიგარეტისა და 2404 11 000 00, 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული საქონლის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სარკინიგზო ან/და საზღვაო ან/და საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებით)
612
სეს ესნ-ის 2403 11 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ჩილიმით მოსაწევი თამბაქოსა და 2401 სასაქონლო პოზიციაში და 2403 19 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული თუთუნის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სარკინიგზო ან/და საზღვაო ან/და საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებით)
613
საქართველოშიარარეგისტრირებული, სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტის ან ტრანზიტის განხორციელების მიზნით საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა“
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 16 ნოემბრიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე