ფასიანი ქაღალდით მიღებული დივიდენდის დაბეგვრა (თავისუფალ ბრუნვის კოეფიციენტზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება) N 0106

0106 ფასიანი ქაღალდით მიღებული დივიდენდის დაბეგვრა (თავისუფალ ბრუნვის კოეფიციენტზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება) - (ძალადაკარგული) 26.07.2011
№ დოკუმენტი 0106
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ფასიანი ქაღალდით მიღებული დივიდენდის დაბეგვრა N 0106

ფაქტობრივი გარემოებები

· ფიზიკურმა პირმა, რომელიც ფლობს საფონდო ბირჟის ლისტინგში დაშვებული საწარმოს აქციებს, წლის შედეგებზე მიიღო დივიდენდი

· საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სიის (საფონდო ბირჟის ინფორმაცია) შესაბამისად ამ აქციების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი აღემატება 25 პროცენტს

· ემიტენტის (აგენტის) მიერ დივიდენდი არ დაიბეგრა გადახდის წყაროსთან

· მომდევნო წელს დადგინდა, რომ ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული ინფორმაცია არასწორია და რომ თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი არ აღემატება 25 პროცენტს

შეფასება

· თუ დაცული იქნებოდა სსკ-ის 130-ე (ძვ. 195-ე) მუხლის მე-5 ნაწილის პირობა: _ აგენტს არ ჰქონდა გადახდის წყაროსთან დივიდენდის დაბეგვრის ვალდებულება _ დივიდენდი ერთობლივ შემოსავალში შეტანას არ ექვემდებარებოდა

· საფონდო ბირჟისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეული შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების დაფარვა უნდა უზრუნველყოს ემიტენტმა (საგადასახადო აგენტმა)

ღონისძიებები

· ფიზიკურ პირზე გაცემული დივიდენდის კუთვნილი გადასახადის გადახდა უნდა დაეკისროს ემიტენტს (აგენტს)

· ემიტენტის მიმართ შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) და 285-ე (ძვ.1422-ე) მუხლებით გათვალისწინებული სანქციები

· დივიდენდის მიმღებს საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშვება და მის მიმართ სსკ-ით გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც