N 1269-IVმს-XIმპ - 17/12/2025 - „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1518−1520 პუნქტები:
„1518. საქართველოს მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვა − 8 ლარი.
1519. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვა − 8 ლარი.
1520. საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის მიერ (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვა − 16 ლარი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,17 დეკემბერი 2025 წ.
N1269-IVმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე