საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

ბრძანება 03.04.2019
№ დოკუმენტი 9159
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

ძალადაკარგულია - 30.12.2020, N39802

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №9159

2019 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების

წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის შეფასების წესი და პირობები“ (დანართი №1);

ბ) „თანამშრომლის (გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა) შეფასების ფორმა“ (დანართი №2);“

ბ1) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომლის შეფასების ფორმა“ (დანართი №21);“

გ) „კომპეტენციების ჩარჩო“ (დანართი №3);

დ) „კომპეტენციების შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლები (წონები)“ (დანართი №4);

ე) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების კომისიის დებულება“ (დანართი №5).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 26 ივლისის ბრძანება №25873 - ვებგვერდი, 31.07.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება № 37944 - ვებგვერდი, 05.11.2019წ.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე