შენობა-ნაგებობის ნაწილობრივი მიწოდება N 2126
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
შენობა-ნაგებობის ნაწილობრივი მიწოდება N 2126
ფაქტობრივი გარემოებები
•კომპანიამ მოახდინა ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობის მხოლოდ ნაწილის რეალიზაცია 200 000 ლარად
•ვინაიდან შენობის ნაწილის რეალიზაციით მიღებული ამონაგები არ აღემატებოდა მთლიანი შენობის ჯგუფის ღირებულებით ბალანსს (1 მილიონ ლარს), საწარმომ რეალიზაციის თანხით (200 000 ლარით) შეამცირა ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი და აღნიშნული თანხა არ გაითვალისწინა ერთობლივი შემოსავლის ფორმირებაში
შეფასება
•ვინაიდან შენობა-ნაგებობა განიხილება ცალკე ჯგუფად, ამასთან პირი არ იყენებდა 100 %-იანი გამოქვითვის უფლებას, პირის ქმედება მართლზომიერია
ღონისძიებები
•პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით