ბრძანება N 10006
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10006
30 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 5 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 და 18 აპრილის სხდომებზე (ოქმი №36 და №42) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 თებერვლის №20912/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული სს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2023 წლის 5 მაისის №80841/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის №094-26 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა საბაზრო ფასის გათვალისწინებით;
2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკარგის დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დღგ-ის შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 აგვისტოს №27579 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2019 წლის 23 იანვრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. სს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტური პირისგან გამოთხოვილი მტკიცებულება/ინფორმაცია, მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარმოდგენილი მტკიცებულების/ინფორმაციის შესწავლა/გაანალიზება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დანაკარგის დანაკლისად მიჩნევისა და რეალიზებულად განხილვის შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საზოგადოების მიერ ჩამოწერილი სმფ-ების მიწოდებად განხილვის შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
4. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარამენტს წარუდგინოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი წარმომადგენლობითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ეკონომიკურ საქმიანობასთან მიზნობრივად დაუკავშირებელი ხარჯის სარგებლად განხილვის შედეგად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
5. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ქონების საბაზრო ღირებულება. თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);
7. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;
8. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 აგვისტოს №27579 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 27 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 63 828 ლარით, მათ შორის, გადასახადი 27 611 ლარით და საურავი 36 217 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 აპრილის №094-26 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 6 სექტემბრის №21732 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 28 თებერვლის №20912/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 სექტემბრის №21732 ბრძანება და საჩივარი სადავო საკითხების ორ ეპიზოდში (1. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა საბაზრო ფასის გათვალისწინებით. 2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკარგის დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დღგ-ის შემცირება) მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა, თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ ზემოთ დასახელებული სადავო საკითხები ორ ეპიზოდში, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი, ხსენებული ორი ეპიზოდის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დგინდება შემდეგი:
„1. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია შპს „----------“ მიერ მომზადებული შეფასების ანგარიში, ვინაიდან გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული კონკრეტულად სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს მიერ უნდა მომხდარიყო თუ არა შეფასება, გადამხდელმა ხელშეკრულება გააფორმა კერძო შემფასებელთან, ----------ში მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ.
შეფასების საერთაშორისო სტანდარტი აღიარებს ქონების შეფასების სამ მეთოდს: გაყიდვების შედარების, შემოსავლების კაპიტალიზაციისა და დანახარჯების მეთოდებს. გაყიდვების შედარების მეთოდი აღიარებს ბაზარზე არსებულ ფასებს და თუ ეს მონაცემები ხელმისაწვდომია, გაყიდვების შედარების მიდგომა წარმოადგენს ყველაზე სისტემურ მიდგომას. შემოსავლის კაპიტალიზაციის მეთოდით მიჩნეულია, რომ უძრავი ქონების ღირებულება ფორმირდება ამავე ქონებიდან მისაღები შემოსავლის შედეგად, ხოლო დანახარჯების მეთოდით უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრება მიწის შეძენისა და ანალოგიური სარგებლიანობის შენობის აშენების დანახარჯის შეფასებით.
სტანდარტი მიუთითებს, რომ შეფასება უნდა მოხდეს მინიმუმ ორი მეთოდით. ამასთან, იგივე სტანდარტის მიხედვით, როგორც წესი, საბაზრო ფასის დადგენისთვის არ გამოიყენება დანახარჯების მეთოდი და მისი გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია სხვა მეთოდების გამოყენება. წარმოდგენილ დასკვნაში არაფერია ნათქვამი სხვა მეთოდებზე, შესაბამისად, დასკვნა შედგენილია და შესაძლოა გამოყენებულ იქნას კონკრეტული მიზნისთვის (მაგალითად, გამოსაქვითი ხარჯის ოდენობის დადგენა ან/და სხვ.), თუმცა წარმოდგენილი დასკვნა ვერ ჩაითვლება ნივთის რეალური ღირებულების ოდენობის განმსაზღვრელად, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც გადამხდელის წარმოდგენილ შეფასების ანგარიშში აღნიშნული საბაზრო ფასი შედარდა ანალოგიური შენობების საბაზრო ფასს (ანალოგიური მდებარეობის, ფუნქციური დანიშნულების და სიდიდის შენობას). შედარებით დგინდება, რომ წარმოდგენილი შეფასებით განსაზღვრული ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) მსგავსი შენობების საბაზრო ფასზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში დარჩა უცვლელი.
2. გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ცქრიალა ღვინის წარმოება. წარმოების ეტაპზე წარმოშობილი დანაკარგები გადამხდელს ჩამოწერილი ჰქონდა საბუღალტრო პროგრამაში, რაც შემოწმების შედეგად 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის ივლისამდე საანგარიშო პერიოდზე დაიბეგრა მოგების გადასახადით. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 5 მარტის №2-206 ბრძანებით განისაზღვრა მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობები. გადამხდელის მიერ წარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩამოწერილი დანაკარგების ოდენობა შესაბამისობაშია აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობასთან. შედეგად, 2015-2017 წლებში წარმოების ეტაპზე წარმოშობილი დანაკარგები, რომელიც დაბეგრილია მოგების გადასახადით, დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №195 ბრძანებით განსაზღვრულია საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (თავი XXIVI).
აღნიშნული ბრძანების 921 მუხლის შესაბამისად,1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში – წესი).
2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.
3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაზრო ფასი არ გამოიყენება, თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი არაუმეტეს 10%-ით აღემატება მის საბალანსო ღირებულებას.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 922 მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება საგადასახადო ორგანოს მიერ არ განისაზღვრება საბაზრო ფასით შემდეგ შემთხვევებში:
ა) დაუმთავრებელ მშენებლობაზე;
ბ) ქონებაზე, რომელთან მიმართებაშიც გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, სარგებლობს ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო შეღავათით;
გ) დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც გადაფასებულია არანაკლებ 3-წლიანი პერიოდულობით და გადაფასება (საბაზრო შეფასება) სრულად მოიცავს შესამოწმებელ საგადასახადო პერიოდებს (წლებს);
დ) დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილია შესამოწმებელ პერიოდში;
ე) კაპიტალში შენატან დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც შეტანამდე გადაფასებული იქნა წინა მესაკუთრის (პარტნიორის) მიერ და ასეთი გადაფასებიდან ჯამურად არ არის გასული 3 წელი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, გაუგებარია, რის საფუძველზე ან რა თანხით მოხდა კომპანიის მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა. შემმოწმებელთან სატელეფონო საუბრისას გაირკვა, რომ საბაზრო ფასად გამოყენებულ იქნა საბანკო დაწესებულების მიერ შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობის უზრუნველყოფისათვის შეფასებული ქონება, სადაც კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 75 029 კვ.მ შენობა-ნაგებობით (საკ.კოდი ----------) შეფასებულია 7 500 000 აშშ დოლარად. შემოწმებელმა აღნიშნული თანხის მიმდინარე კურსით და არა შესაბამისი წლის ბოლოსთვის არსებული გაცვლითი კურსით, რომელიც გაცილებით ნაკლები იყო მიმდინარე კურსთან შედარებით, დაანგარიშების შედეგად მიიღო ქონების გადასახადით დასაბეგრი დაკორექტირებული თანხა. ამასთან, მიწა, რომელიც დაბეგრილი ჰქონდა კომპანიას მიწის გადასახადით ფართობის შესაბამისად, შემმოწმებლის მიერ დამატებით დაიბეგრა ქონების გადასახადით მიწის საბაზრო ფასის მიხედვით, რაც საგადასახადო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.
კომპანიის მიერ დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა) დაბეგრილი იქნა შემდეგი ღირებულებით: 2015 წელს - 4 962 300 ლარი, 2016 წელს - 4 821 000 ლარი, 2017 წელს - 4 619 400 ლარი.
ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით დანიშნული იქნა ორი ექსპერტიზა საშემფასებლო სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული და დიდი გამოცდილების მქონე კომპანიების მიერ:
უდიდესი გამოცდილებისა და ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო საშემფასებლო კომპანია „----------“-ს შეფასების მიხედვით, 1 კვ.მ. მიწის საშუალო საბაზრო ღირებულება 2018 წლის მდგომარეობით საშუალოდ განისაზღვრა 88 აშშ დოლარად, ხოლო ამ მიწაზე განთავსებული დამხმარე შენობა-ნაგებობის ღირებულება შეფასდა 0-ად (შეფასდა ის საკადასტრო ერთეულები სადაც არ იყო არსებითი ღირებულების ნაგებობები), ანუ დადგენილი იქნა მიმდებარედ მიწის საბაზრო ღირებულება. „----------“-ს შეფასების შედეგად დადგენილი იქნა, რომ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 6 602 552 აშშ დოლარს (75 029*88), რაც ლოგიკურად მიანიშნებს იმაზე რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოყენებული შეფასებიდან გამომდინარე დანარჩენი თანხა 897 500 აშშ დოლარი (7 500 000 – 6 602 552) განეკუთვნება შენობის საბაზრო ღირებულებას. შემოსავლების სამსხურის აუდიტორებმა შენობის საბაზრო ღირებულების თანხას დაუმატეს მიწის საბაზრო ღირებულების თანხა და შენობა დაბეგრეს ქონების გადასახადით მიწის საბაზრო ღირებულებით გაზრდილი თანხიდან, მაშინ, როდესაც მიწა კომპანიას ცალკე ჰქონდა დაბეგრილი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
მეორედ ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით კომპანიამ მიმართა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის სფეროში ასევე მრავალწლიანი გამოცდილების და პრაქტიკის მქონე კომპანიას („----------“), რომლის შეფასების მიხედვითაც, შენობის ღირებულება შემფასებლის მიერ განსაზღვრულ იქნა დაახლოებით იგივე თანხად, რაც კომპანიას ჰქონდა დაბეგრილი, ხოლო მიწის საბაზრო ღირებულება რამოდენიმეჯერ აღემატებოდა შენობის საბაზრო ღირებულების თანხას. აღნიშნული დასკვნის მიხედვით პირდაპირ იქნა დადასტურებული, რომ კომპანიის მიერ დაბეგრილი შენობის დასაბეგრი ღირებულება სრულ შესაბამისობაში აღნიშნული შენობის საბაზრო ღირებულებასთან და შემოსავლების სამსახურის მიერ ქონების გადასახადის ნაწილში დარიცხვა მომხდარია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მიწის საბაზრო ღირებულება არასწორად არის დამატებული შენობის საბაზრო ღირებულებაზე.
მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა აუდიტორის მიერ არ მოხდა აღნიშნული დოკუმენტის გათვალისწინება სრულიად გაუგებარი არგუმენტების საფუძველზე, რომელზე საპასუხოდაც საჩივარში წარმოდგენილია შემფასებლის დეტალური ახსნა-განმარტებები და შენიშვნები შეფასების ანგარიშის კრიტიკასთან დაკავშირებით. აუდიტორებმა არ მოახდინეს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სრულიად დაუსაბუთებლად არ შეამცირეს დარიცხული თანხები. მომჩივანი ითხოვს ქონების შეფასების დოკუმენტისა და შემფასებლის დასაბუთებული არგუმენტაციის გათვალისწინებას, შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული ქონების გადასახადისა და სანქციის თანხების საკითხის ხელახლა შესწავლას და დარიცხული თანხების კორექტირებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2019 წლის 8 აგვისტოს №27579 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრებოდა ქონების საბაზრო ღირებულება. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა ორი ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ, „----------“-ს და „----------“ შეფასების დასკვნები.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და მხარეთა არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით განახორციელოს ქონების გადასახადში შემოწმებით განსაზღვრული, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 28-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა არის პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.
ამავე კოდექსის 145-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/მომსახურების გაწევისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, 2019 წლის 8 აგვისტოს №27579 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტითვის წარედგინა კომპეტენტური პირისგან გამოთხოვილი მტკიცებულება/ინფორმაცია, მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულების/ინფორმაციის შესწავლა/გაანალიზება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დანაკარგის დანაკლისად მიჩნევისა და რეალიზებულად განხილვის შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას საკითხის შესწავლის შედეგად, ვინაიდან საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 5 მარტის №2- 206 ბრძანებით განისაზღვრა მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობები და გადამხდელის მიერ წარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩამოწერილი დანაკარგების ოდენობა შესაბამისობაშია აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობასთან, განხორციელდა 2015-2017 წლებში წარმოების ეტაპზე წარმოშობილი დანაკარგების დანაკლისად მიჩნევისა და რეალიზებულად განხილვის შედეგად დარიცხული მოგების გადასახადის შემცირება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს 1.01.2017-30.06.2016 წლების საანგარიშო პერიოდებში ჩამოწერილი საკუთრებაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შემოწმებამ განიხილა როგორც დანაკლისი და დაბეგრა მოგების გადასახადით. საქმე ეხება ცქრიალა ღვინის წარმოების მასალების ჩამოწერას წარმოების სხვადასხვა ეტაპზე, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებით გამოვლენილ ნაკლებობას, ეს გახლავთ წარმოების პროცესის თანმდევი/ტექნოლოგიური დანაკარგი. „ღვინისა და ვაზის შესახებ კანონის“ 336-ე მუხლის თანახმად, განსაზღვრულია უფლებამოსილი ორგანო, ვისაც ამავე კანონით დაევალა ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობის განსაზღვრა. ის ფაქტი, რომ უფლებამოსილმა ორგანომ დღემდე ვერ მოახერხა მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულება, დაედგინა დანაკარგის ნორმა, არ უნდა იწვევდეს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ტვირთის დამძიმებას, შემსუბუქების ნაცვლად. ამასთან, საწარმოს მიერ დანაკარგის სახით ჩამოწერილი პროდუქცია შეადგენს წარმოებული პროდუქციის მთლიანი რაოდენობის 0,42%, რაც გაცილებით ნაკლებია მეზობელ ქვეყნებში მოქმედი ღვინო მასალების წარმოების პროცესში დადგენილი სტანდარტისა. საგადასახადო შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული საკითხი და შედეგად შემცირდა დარიცხული მოგების გადასახადი და სანქციის თანხები, თუმცა, ჩამოწერილი სმფ-ები გადამხდელის მიერ შეცდომით არის დაბეგრილი დღგ-ის გადასახადით, შემმოწმებლების მიერ გადაანგარიშების შედეგად კი მოხდა მხოლოდ მოგების გადასახადის შემცირება, ხოლო დღგ-ის შემცირება არ მომხდარა. მომჩივანი ითხოვს შესამოწმებელ პერიოდში მის მიერ შეცდომით დეკლარირებული დღგ-ის შემცირებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ასევე ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს 01.01.2017 - 30.06.2016 წლების საანგარიშო პერიოდში ჩამოწერილი საკუთრებაში არსებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ღირებულება დაბეგრილი აქვს დღგ-ით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2019 წლის 8 აგვისტოს №27579 ბრძანების აღსრულების მიზნით ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტმა შეამცირა 2015-2017 წლებში წარმოების ეტაპზე წარმოშობილი დანაკარგების დანაკლისად მიჩნევისა და რეალიზებულად განხილვის შედეგად დარიცხული მოგების გადასახადი, ასევე შემცირებას ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკარგის დანაკლისად და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძველზე დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ ჩამოწერილი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების დანაკარგების დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით, განახორციელოს ქონების გადასახადში შემოწმებით განსაზღვრული, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკარგების დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა საბაზრო ფასის გათვალისწინებით;
2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკარგის დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დღგ-ის შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, გაუგებარია, რის საფუძველზე ან რა თანხით მოხდა კომპანიის მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა. შემმოწმებელთან სატელეფონო საუბრისას გაირკვა, რომ საბაზრო ფასად გამოყენებულ იქნა საბანკო დაწესებულების მიერ შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობის უზრუნველყოფისათვის შეფასებული ქონება, სადაც კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 75 029 კვ.მ შენობა-ნაგებობით შეფასებულია 7 500 000 აშშ დოლარად. შემოწმებელმა აღნიშნული თანხის მიმდინარე კურსით და არა შესაბამისი წლის ბოლოსთვის არსებული გაცვლითი კურსით, რომელიც გაცილებით ნაკლები იყო მიმდინარე კურსთან შედარებით, დაანგარიშების შედეგად მიიღო ქონების გადასახადით დასაბეგრი დაკორექტირებული თანხა. ამასთან, მიწა, რომელიც დაბეგრილი ჰქონდა კომპანიას მიწის გადასახადით ფართობის შესაბამისად, შემმოწმებლის მიერ დამატებით დაიბეგრა ქონების გადასახადით მიწის საბაზრო ფასის მიხედვით, რაც საგადასახადო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. კომპანიის მიერ დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა) დაბეგრილი იქნა შემდეგი ღირებულებით: 2015 წელს - 4 962 300 ლარი, 2016 წელს - 4 821 000 ლარი, 2017 წელს - 4 619 400 ლარი. ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით დანიშნული იქნა ორი ექსპერტიზა საშემფასებლო სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული და დიდი გამოცდილების მქონე კომპანიების მიერ.
2019 წლის 8 აგვისტოს №27579 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრებოდა ქონების საბაზრო ღირებულება. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა ორი ექსპერტიზის დასკვნა.
2. საწარმოს 1.01.2017-30.06.2016 წლების საანგარიშო პერიოდებში ჩამოწერილი საკუთრებაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შემოწმებამ განიხილა როგორც დანაკლისი და დაბეგრა მოგების გადასახადით. საქმე ეხება ცქრიალა ღვინის წარმოების მასალების ჩამოწერას წარმოების სხვადასხვა ეტაპზე, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებით გამოვლენილ ნაკლებობას, ეს გახლავთ წარმოების პროცესის თანმდევი/ტექნოლოგიური დანაკარგი. „ღვინისა და ვაზის შესახებ კანონის“ 336-ე მუხლის თანახმად, განსაზღვრულია უფლებამოსილი ორგანო, ვისაც ამავე კანონით დაევალა ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობის განსაზღვრა. ის ფაქტი, რომ უფლებამოსილმა ორგანომ დღემდე ვერ მოახერხა მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულება, დაედგინა დანაკარგის ნორმა, არ უნდა იწვევდეს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ტვირთის დამძიმებას, შემსუბუქების ნაცვლად. ამასთან, საწარმოს მიერ დანაკარგის სახით ჩამოწერილი პროდუქცია შეადგენს წარმოებული პროდუქციის მთლიანი რაოდენობის 0,42%, რაც გაცილებით ნაკლებია მეზობელ ქვეყნებში მოქმედი ღვინო მასალების წარმოების პროცესში დადგენილი სტანდარტისა. საგადასახადო შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული საკითხი და შედეგად შემცირდა დარიცხული მოგების გადასახადი და სანქციის თანხები, თუმცა, ჩამოწერილი სმფ-ები გადამხდელის მიერ შეცდომით არის დაბეგრილი დღგ-ის გადასახადით, შემმოწმებლების მიერ გადაანგარიშების შედეგად კი მოხდა მხოლოდ მოგების გადასახადის შემცირება, ხოლო დღგ-ის შემცირება არ მომხდარა. საწარმოს 01.01.2017 - 30.06.2016 წლების საანგარიშო პერიოდში ჩამოწერილი საკუთრებაში არსებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ღირებულება დაბეგრილი აქვს დღგ-ით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით განახორციელოს ქონების გადასახადში შემოწმებით განსაზღვრული, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, 2019 წლის 8 აგვისტოს №27579 ბრძანების აღსრულების მიზნით ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტმა შეამცირა 2015-2017 წლებში წარმოების ეტაპზე წარმოშობილი დანაკარგების დანაკლისად მიჩნევისა და რეალიზებულად განხილვის შედეგად დარიცხული მოგების გადასახადი, ასევე შემცირებას ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკარგის დანაკლისად და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძველზე დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ ჩამოწერილი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების დანაკარგების დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 983(2); 145; 159; 202(41).