ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-773
2020 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
„ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრი
ლევან დავითაშვილი
ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის (შემდგომში „მგვ რეესტრი“) წარმოების წესი შემუშავებულია „ნარჩენების მართვის კოდექსით“ და „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით და განსაზღვრავს ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის (ზეთები) მწარმოებლების (შემდგომში „მწარმოებელი“) და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების (შემდგომში „მგვ ორგანიზაცია“) მგვ რეესტრში რეგისტრაციის პირობებს და ანგარიშგების წესს.
2. მგვ რეესტრს ქმნის და ადმინისტრირებას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“).
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტი – ზეთები (დანართი 5);
ბ) ახალი მწარმოებელი – პირი, რომელსაც მგვ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობა 2022 წლის 1 ივნისის შემდეგ.
2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება ნარჩენების მართვის კოდექსით და „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-383 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 3. მგვ რეესტრის ადმინისტრირება
1. მგვ რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს წარდგენილი ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, ანალიზს, მონიტორინგს, შესაბამისი ანგარიშების მომზადებას, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2. მგვ რეესტრის ტექნიკურ ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია მგვ რეესტრის პროგრამულ უზრუნველყოფასა და გამართულ მუშაობაზე, მონაცემთა დაცვაზე და სხვა სახის ტექნიკურ მხარდაჭერაზე.
3. რეესტრის პროგრამული უზრუნველყოფა ხდება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მისი არსებულ მონაცემთა ბაზებთან და საინფორმაციო სისტემებთან თავსებადობის გათვალისწინებით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-383 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 4. მგვ რეესტრის მონაცემების საჯაროობა
1. მგვ რეესტრში შეტანილი მონაცემებიდან საჯაროა და სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება შემდეგი მონაცემები:
ა) ინფორმაცია წლის განმავლობაში ბაზარზე განთავსებული ზეთების ჯამური რაოდენობისა და წონის შესახებ;
ბ) მგვ ორგანიზაციების და მისი წევრების სია.
2. ინფორმაცია კონკრეტული მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული ზეთების შესახებ არ არის საჯარო.
მუხლი 5. მგვ რეესტრში რეგისტრაცია
1. ყველა მწარმოებელი ვალდებულია, 2022 წლის 1 ივნისამდე გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში.
2. ახალი მწარმოებელი ვალდებულია, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე, გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში.
3. მგვ ორგანიზაცია ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში დარეგისტრირდეს მგვ რეესტრში.
4. მგვ რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ვებგვერდზე https://waste.mepa.gov.ge სპეციალური ფორმის შევსების გზით.
5. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებელი მგვ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ავსებს ამ წესის დანართ 1-ს.
6. მგვ ორგანიზაცია მგვ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ავსებს ამ წესის დანართ 2-ს.
7. მგვ რეესტრში ინფორმაციის სრულად შეტანის შემდეგ მწარმოებელს/მგვ ორგანიზაციას ენიჭება უნიკალური კოდი და იგი ითვლება რეგისტრირებულად. მწარმოებლის რეგისტრაციის ფაქტი დასტურდება შესაბამისი ამონაწერით (დანართი 6).
8. სარეგისტრაციო ფორმაში (დანართი 1, დანართი 2) წარმოდგენილი ინფორმაციის ცვლილებისას მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია ვალდებულია მგვ რეესტრში ასახოს აღნიშნული ცვლილება მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.
9. მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია პასუხისმგებელია სარეგისტრაციო ფორმაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-383 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 6. რეგისტრაციის გაუქმება
1. მწარმოებელი აუქმებს მგვ რეესტში რეგისტრაციას, თუ იგი წყვეტს მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებას.
2. მგვ რეესტრის ადმინისტრატორი აუქმებს მგვ ორგანიზაციის რეგისტრაციას ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 7. ანგარიშგება მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ
1. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ ანგარიშგება ხორციელდება ყოველთვიურად. წინა თვის ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული პროდუქციის შესახებ შეტანილი უნდა იქნეს მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.
2. მწარმოებელი უფლებამოსილია მგვ ორგანიზაციას მიანიჭოს უფლებამოსილება მგვ რეესტრში მისი სახელით მოახდინოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტების შესახებ ანგარიშგება.
3. მწარმოებელი ან მგვ ორგანიზაცია დანართი 3-ის შესაბამისად წარადგენს ინფორმაციას მგვ რეესტრში.
4. იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში მწარმოებლების მიერ არ ხორციელდება ბაზარზე პროდუქტების განთავსება, დეკლარაციის წარდგენა უნდა მოხდეს ნულოვანი რაოდენობით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-383 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 8. მგვ რეესტრში შეტანილი ინფორმაციის ცვლილება /განახლება
1. მგვ ორგანიზაციას/მწარმოებელს უფლება აქვს ერთჯერად შეასწოროს ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად მგვ რეესტრში შეტანილი ინფორმაცია.
2. შესწორება უნდა განხორციელდეს მიმდინარე თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ინფორმაციის შეცვლა არ დაიშვება.
3. (ამოღებულია - 31.05.2022, №2-383).
4. მგვ რეესტრში ფიქსირდება შესწორების შეტანის თარიღი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-383 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
დანართი 4
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-383 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ზეთების სახეობა
1 ძრავა – მინერალური
2 ჰიდრავლიკური გადამცემი – მინერალური
3 კომპრესორები – მინერალური
4 ტურბინები – მინერალური
5 ლითონდამამუშავებელი ზეთები – მინერალური
6 ელექტროსაიზოლაციო ზეთები – მინერალური
7 ანტიკოროზიული ზეთები – მინერალური
8 ჟელესმაგვარი გამაგრილებელი სითხეები – მინერალური
9 ძრავა – სინთეზური
10 კომპრესორები – სინთეზური
11 ტურბინები – სინთეზური
12 ჰიდრავლიკური გადამცემი სითხეები – სინთეზური
13 ლუბრიკანტი – სინთეზური
14 ლითონდამამუშავებელი ზეთები – სინთეზური
15 ფორმების გასაპოხი ზეთები – სინთეზური
16 ანტიკოროზიული ზეთები – სინთეზური
17 ელექტროსაიზოლაციო ზეთები – სინთეზური
დანართი 5
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-383 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1726643565168 {width: 523.8pt; margin-left: -28.4pt; margin: 0 auto !important; }ზეთების სასაქონლო კოდები
N
სასაქონლო კოდი
დასახელება
1
2710 19 810 00
ძრავის ზეთები,კომპრესორის საპოხი ზეთი, ტურბინის საპოხი ზეთი
2
2710 19 830 00
სითხეებიჰიდრავლიური მიზნებისათვის
3
2710 19 850 00
ღია ფერის ზეთები,ვაზელინის ზეთი
4
2710 19 870 00
ზეთიკბილანებისათვის და ზეთი რედუქტორებისათვის
5
2710 19 910 00
ლითონებისდასამუშავებელი შედგენილობები, ფორმების გასაპოხი ზეთები, ანტიკოროზიული ზეთები
6
2710 19 930 00
ელექტრულისაიზოლაციო ზეთები
7
2710 19 990 00
დანარჩენი საპოხიზეთები და ზეთები დანარჩენი
8
340319 100 00
საპოხი მასალები, ნავთობისა ანბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებული ნავთობპროდუქტების არა ძირითადი კომპონენტისსახით შემცველობით 70 მას.% ან მეტი
9
340319 200 00
საპოხი საშუალებები ბიო ფუძეზე (1)ნახშირბადის შემცველობით არანაკლებ 25მას%-ისა
10
340399 000 00
საპოხი მასალები, დანარჩენი
11
3403 19 800 00
დანარჩენი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.