N 264 - 18/07/2012 - „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის,მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №264
2012 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში (სსმ, 2008 წელი, მუხლი 881) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესების:
1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „თ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ.ბ) ორგანიზატორის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული მითითების შესაბამისად, თიზის შესასვლელსა და გასასვლელში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი), რომელშიც, აგრეთვე, სავალდებულოა აისახოს საბაჟო გამშვებ პუნქტში საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურა და სპეციალური ტექნიკა-დანადგარების განთავსების სიტუაციური გეგმა;“.
2. მე-4 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორს სურს თიზში საბაჟო საწყობის მოწყობა, იგი უნდა აკმაყოფილებდეს „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით საბაჟო საწყობის საქმიანობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.
7. თიზში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესი განისაზღვრება „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი
ი. მერაბიშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე